• რეკლამა
  • კონტაქტი
22:02, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ის, რომ გვინდა ევროკავშირში, გააზრებული გვაქვს, რას ნიშნავს ეს? – ლევან გიგინეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:39 02-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
269

ფილოლოგიის დოქტორმა ლევან გიგინეიშვილმა ტვ „გიჩის“ ეთერში, ვახტანგ მეგრელიშვილის გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა:

“დღეს ჩვენ ევროპის ინტეგრაცია გეოგრაფიული ცნებასავით გვაქვს, რაღაც გაუაზრებლად, ინტუიციურად ვამბობთ ამას. დავუკვირდეთ, რა არის. მეც ვფიქრობ, რომ ევროპაში მოხდა ისეთი სულიერი ფენომენი, რასაც უკან დაბრუნება აღარ აქვს. სულიერი მოვლენა მოხდა, თუ ის არ გაიზიარე, მაშინ მოწყდები კაცობრიობის ზრდასრულობას. რენესანსი, განმანათლებლობა არ არის ისეთი მოვლენები, რაც შეიძლება მოხდა და მერე უკან დაბრუნდეს. თუ უკან შეიქცა, დეგრადაცია იქნება. ის ხარისხი თავისუფლების, რაც ამ ფენომენებმა დაბადეს, საზიდია, შენ ვეღარ გადააგდებ თავისუფლების ამ ხარისხს, როგორც რაღაც გამონაზარდს.

მარტო ინსტიტუციები ხომ არ არის, ინსტიტუციებს წინ უძღვის ნებელობა და შენი ენერგია, რომ ის ინსტიტუციები სისხლიანი იყოს, თორემ თუ ეს ენერგია და ნებელობა არ გაქვს, მაშინ ის ინსტიტუციები იხრწნება. ევროპასაც შეიძლება ეს დაემართოს, ინსტიტუციების გახრწნა და ამერიკასაც, ამიტომ გარანტია არ არის მანდ მხოლოდ ინსტიტუციები.

ინსტიტუციების ფორმა არ არის პანაცეა. ჩვენ გვაქვს ის ენერგიები, რომ გვინდა დავიცვათ ეს? ესაა პრობლემა ჩვენთან. შეიძლება ფასადურად გვაქვს მარტო და არა შინაგანად არ გვქონდეს. მაგალითად, თუნდაც ის, რომ გვინდა ევროკავშირში, გააზრებული გვაქვს, რას ნიშნავს ეს? თუნდაც ეკონომიკურად, მე არ მაქვს მაგალითად გააზრებული, არ ვიცი. არსად არ წამიკითხავს ნაშრომი ქართულად, წიგნად დაწერილი, სადაც ჩემთვის, უბრალო ქართველი ობივატელისთვის იქნება დასაბუთებული, რატომ იქნება უკეთესი ეკონომიკურად საქართველოსთვის ევროკავშირში შესვლა, ქართული ღვინო რატომ გაიყიდება უკეთესად, ვიდრე ახლა იყიდება, რატომ წაადგება ეს ქართველ გლეხს, კონკრეტულად რას იგრძნობს აქედან ქართველი გლეხი, ფერმერი. ეს ყველაფერი ჩამოწერილი რომ იყოს, წავიკითხო და ენთუზიაზმით ავივსო, რომ რა კარგი იქნება მართლა ეს რომ მოხდეს.
შეიძლება სხვანაირი რამ მოხდეს, წავიკითხო ეკონომისტის დაწერილი წიგნი და ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩვენ რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ეკონომიკურად ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება ამიტომ და ამიტომ. ეგეც საინტერესო იქნება, მაგრამ ასეთი მსჯელობა არ გამიგია. არსად არ არის, სადაც მე, არა ეკონომისტი ამას წავიკითხავდი და ჩემს დამოკიდებულებას განვავითარებდი. ძალიან კარგ ეკონომისტებთან შეიძლება ამაზე ილაპარაკო და რაღაცებს აგიხსნიან, პლუსებს, მინუსებს, მაგრამ ეს ხომ უნდა იყოს მისაწვდომი. კახელმა ფერმერმა ხომ უნდა იცოდეს, რატომ უნდა დათანხმდეს ევროკავშირში შეერთების პროექტს, თუ ტარიფები იქნება ასეთი და ასეთი, გამომადგება მე ეს ტარიფები, თუ არ გამომადგება, იქნებ ახლა უკეთესად ვცხოვრობ, იქნებ ახლა შემიძლია შვილები გავუშვა კარგ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც ახლა ვარ და ის ტარიფები რომ იყოს, ვეღარ შევძლებ ამას? ასეთი მსჯელობები უნდა იყოს.

იმან, რამაც ჩამოაყალიბა საქართველოს ეროვნული სახე, მე-19 საუკუნეში, რომ დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის, გრიგოლ ორბელიანის სიტყვებია, მაგრამ – ჩამოვყალიბდეთ ახალ ერად – ამას რომ აყალიბებდნენ ჩვენი დამფუძნებელი მამები, თერგდალეულები, შეგნებულად ევროპული პროექტი იყო, ამავე დროს ეს პროექტი ძირეულად ქართულ ფესვებზე იყო დაფუძნებული. „წარსულ ნერგზედ ახალ ნამყენის ველოდებით შეხორცებას“ – აკაკი რომ ამბობს. აქ ახალი ნამყენიც მნიშვნელოვანია, მაგრამ წარსული ნერგიც ასევე მნიშვნელოვანია.

ესენი არ არიან ეროვნული ნიჰილისტები, ხედავენ, რომ საქართველო თავისი დიდი ისტორიით მოდის, მნიშვნელოვანი ფასეულობები აქვს, ეროვნული ხასიათი აქვს, ტემპერამენტები აქვს, ცოდნები, კულტურული მიღწევები აქვს, ევროპაც არის და ევროპაა განათლებული, ხედავენ, ევროპაა განვითარებული და ამ განვითარებას ჩვენ უნდა მხარი ავუბათ, შემოვიყვანოთ ჩვენში, თორემ ჩამოვრჩებით, ეს აშკარად არის. ილია ამბობს, ვიცხოვროთ როგორც განვითარების ლოგიკით – „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა“, არ დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს, თორემ ჩინელები დადიანო წრეზეო და ჩვენ უნდა ვიყოთ განვითარებისკენო, როგორც ევროპელები არიანო. ჩინელების და ევროპელების დაპირისპირება ჰეგელის დაპირისპირებაა. ჰეგელის იდეა აქვს აღებული ილია ჭავჭავაძეს, რომ ჩინელებივით არ უნდა ვიტრიალოთ წრეზეო, უნდა განვვითარდეთ, თვითონ ხედავს ამას, მაგრამ წარსულის მნიშვნელოვანია ამ დროს..

ჩვენ სად ვართ ამ ყველაფერში? ეს საბჭოთა დროინდელი დამბლა, განათლების სისტემაში რაც იყო, რომ ასე უნდა შეგეხედა რეალობისთვისო, ასე უნდა დაგეწერა ამ ლიტერატურულ ნაწარმოებზე, შაბლონები, ძირითადი ტენდენცია იყო ასეთი, რომ შენგან დამოუკიდებლად ყველაფერი უკვე ახსნილია ამ იდეოლოგიურ ჩარჩოებში და ამა შეჩვევა იცის. რომ დასრულდა საბჭოთა კავშირი მოულოდნელად, ეს ჩვეულება გამოგვყვა, დღესაც ბევრწილად ამ ჩვეულების ქვეშ ვართ და შეიძლება ეს სიზარმაცე აზროვნებაში გადაიზარდოს, იმაში, რომ ჩვენ ევროპაც ასე გავიაზროთ შაბლონურად, გაუაზრებლად, კერპოვნულად, როგორც აქამდე იყო – კომუნიზმს ვაშენებდით, ახლა ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ რომ დაუკვირდე, რას ნიშნავს ევროპისკენ მივდივართ, ეს გულისხმობს ძალიან დიდ თავისუფლების ხარისხს, ძალიან დიდ განათლებას, კრიტიკული აზროვნების უნარს, გვაქვს ასე ყველაფერი? უფრო ხშირად არ გვაქვს ხოლმე და ევროპას აღვიქვამთ, როგორც უკეთესს ცხოვრებას, უფრო კარგ ჰიგიენის ნორმების, უფრო კარგი ტექნოლოგიას, მედიცინას“

თეგები: ლევან გიგინეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved