• რეკლამა
  • კონტაქტი
17:34, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გიულის დიეტაზე” რომ დავჯდე, გონებას დღეში 3-4-ჯერ დავკარგავ… უფრო მძიმე მეგონა, მაგრამ, რომ შევხედე, სიმშვიდე ჩამესახა” – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:46 02-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
376

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი fOR.GE-თან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე საუბრობს და ამბობს:

რაც შეეხება სასამართლოზე ნანახს, გეტყვით როგორც ექიმი: ეს დღეები, როცა უკვე ამბობდნენ, ძალიან მძიმედ არის და 400-500 კალორია საკვებს იღებს და მძიმე მდგომარეობაშიაო, მართალი გითხრათ, სადღაც, გულის სიღრმეში განცდა მქონდა, რომ თუ ამ ადამიანს ასეთ დაბალ კალორიებს აძლევენ, ნებისმიერი შეიძლება ასე იმქვეყნად გაისტუმრო. 400-500 კალორია ძალიან ცოტაა და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მართლა დაიღუპოს. სადღაც იმასაც ვფიქრობდი, რომ ოჯახი არ აწვდის სათანადო კალორაჟს…

მე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ვარ და ბევრი რამ მინახავს. არაფერს ვამბობ, მაგრამ დავიჯერო, დედა ვერ აცნობიერებს, რომ 400-500 კალორია, რა არის? მართლა უმძიმესი სანახავი იყო. შეიძლება ასეთი კვებით, ნებისმიერი ადამიანი დაიღუპოს. მართლა მიკვირდა, რატომ არ აცნობიერებს მშობელი, სადამდე შეიძლება მივიდეს ასეთი კვებით. პროცესზე რომ ვნახე, მართლაც არის წონაში კლება, მაგრამ მომაკვდავი ნამდვილად არ არის. ექიმები არ დაუშვებდნენ, უმძიმესი ავადმყოფი ყოლოდათ რეანიმაციის გარეშე. თავისუფლად მოძრაობს. ენცეფალოპათია არ ჩანს, ჩვეულებრივად, კაცი ორ ენაზე საუბრობდა, ანდერძიც კი თქვა და პოლიტიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ასე რომ, მე უფრო მძიმე მეგონა და ვფიქრობდი, რამე მართლა არ მოხდეს-თქო. მაგრამ, რომ შევხედე, რაღაც გარკვეული სიმშვიდე, როგორც ექიმს, ჩამესახა. მე რომ ახლა გიულის დიეტაზე დავჯდე, ალბათ, მაგ წონამდე მივალ. აბა, კომბოსტოს სალათა, კიტრი, მჭადი და ერთი კვერცხი რომ ვჭამო მთელი დღის განმავლობაში, გონებას დღეში 3-4-ჯერ დავკარგავ. ასეთი დაბალი კალორაჟი, საოცარი სტრესია. 3 წლის ბავშვისთვისაც ცოტაა ეს კალორაჟი. გონებას დაკარგავს, აბა, რა. ის არის უმკაცრეს დიეტაზე. ასეთი მკაცრი დიეტა გიორგაძეს არ ჰქონდა – 800 კალორია იყო. 14 კილო დავიკელი ერთ თვეში და მერე 3 თვე გონზე მოვდიოდი. ეს არის საოცარი სტრესი. 800 კალორიაზე ისეთი ნევროზი დაგემართება და ისეთი დეპრესია, საშინელებაა. მოწამვლაზე უარესია.

მე ვუსმინე გასტროენტეროლოგს, რომელმაც თქვა, რომ კუჭის ეროზიები ანუ კუჭის ლორწოვანის დაზიანება გამოხატული იყო. იქ საუბარი იყო, შეიძლება კიბოს წინარე გამოხატულებაც იყოსო. მას უნდა ბიოფსიები, მკურნალობა. ლობიოს, კომბოსტოს სალათას და მჭადს რომ მიუტან, ცივს და უხეშ მჭადს, თუ ის კუჭი იმ მდგომარეობაში იყო ეროზიებით, ეს როგორ შეიძლება?! ჩემამდე არ დადის, რა ხდება, მართლა ვერ ვიგებ.

ექსპერტებს რომ ვუსმინე, წარმოდგენა ბევრ რამეზე შემეცვალა. მათი ამოცანა იყო, ყველაფერი ძალიან დამძიმებულიყო. ამას პაციენტი ვიზუალურადაც უნდა შეესაბამებოდეს. ამას ვხედავთ კიდეც – როგორმე არ ჭამო, რომ ხალხს თავი შეაცოდო, ეს რაღაც უცნაური დადგმაა. არ გამოვრიცხავ, რომ იქ ანორექსიაა და მართლა ვერ ჭამს. მაშინ უნდა ფისქიატრის მკურნალობა. ამდენი ექსპერტი და ექიმია ჩართული ოჯახის მხრიდან. თან, „ვივამედის“ ექიმები უვიცები არიანო, ჯიშკარიანი ამბობს… ყველა – გერმანელი, ამერიკელი ჭკვიანია, ხოლო ქართველი, უვიცი?! თვითონ ჯიშკარიანი ერთადერთი გამონაკლისია, ბრძენია. ჩამოეყვანათ ექიმები, ვისაც ენდობიან და არ დაეკომპლექსებინათ ჩვენი ექიმები, თქვენ არაფერი იცით, თქვენ წამლავთო, ჩამოეყვანათ და ემკურნალათ. ფსიქიატრი დაჭირდებოდა ანორექსიისთვის? – ფსიქიატრს ემკურნალა. დაჭირდებოდათ გასტროენტეოროლოგი – დაენიშნათ მკურნალობა, ზედამხედველობა გაეკეთებინა – ზედამხედველობა დისტანციურად, ეს არის უადვილესი. დღეს ტელემედიცინაა და პირდაპირ საუბრობენ ექიმები, კონსულტაციებს იღებენ. მაგრამ უკვე ვრწმუნდები, მთელი წელი რომ აკვირდებოდნენ ექიმები, მათ მისი გამოჯანმრთელება კი არ ჰქონდათ მიზნად, არამედ მძიმე სურათის დადება.

 

 

 

თეგები: მაია ნიკოლეიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved