კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 300-იან ზღვარს მიუახლოვდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, რომელიც ოფიციალურ საიტ stopgov.ge-ზეა გამოქვეყნებული, ღამის შემდეგ ქვეყანაში +14 ახალი შემთხვევა გვაქვს.
საერთო ჯამში, ინფიცირებულია 296 ადამიანი, ინფიცირებულთაგან განკურნებულია 68, ხოლო გარდაცვლილი – 3.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4.834 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 434 პოტენციური პაციენტი, ხოლო უცხოეთიდან საქართველოში გადმოყვანილია სამი მოქალაქე.
კომენტარები