• რეკლამა
  • კონტაქტი
05:17, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაში მოიპოვა რუსეთმა მსოფლიო ლიდერობა 2022 წელს? – ევროკავშირის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
22:38 02-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
235

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა სამსახურმა 2022 წელს მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში დეზინფორმაციისა და ფაქტებით მანიპულირების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ამ მხრივ მსოფლიო ლიდერად რუსეთია დასახელებული.

უწყების შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საინფორმაციო შეტევების მთავარ თემად იქცა და 100-დან 60 შემთხვევაში მათ მიზანს რუსული შეჭრის გამართლება წარმოადგენდა. მიზნების ჩამონათვალში მეორე პოზიციაზე ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დისკრედიტაცია ფიგურირებს.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანო ადასტურებს, რომ ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევების უმრავლესობა რუსეთიდან ან მასთან დაკავშირებული აგენტურისგან მომდინარეობს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ფეიქ ინფორმაციების ხშირად რუსეთის ოფიციალური დიპლომატიური არხებითაც კი ვრცელდება, ასევე რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებებით, რომლებიც როგორც რუსული, ისე საერთაშორისო აუდიტორიისთვის მაუწყებლობენ. აქტიურად ეწევიან ანალოგიურ საქმიანობას პროკრემლისტური არხები ინტერნეტშიც.

ანგარიშის თანახმად, რუსული სადეზინფორმაციო პროპაგანდა ცდილობს, უკრაინა “ნაცისტურ სახელმწიფოდ” წარმოაჩინოს და კიევი “მშვიდობიანი მოქალაქეების გენოციდში” დაადანაშაულოს. გარდა ამისა, აქტიურად ვრცელდება ფეიქები უკრაინაში აშშ-ის ბიოლაბორატორიების მოქმედების შესახებ, რომლებიც ვითომდა “რუსული დნმ-ის წინააღმდეგ ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან”, ასევე “უკრაინელი ნეონაცისტების უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის” თაობაზე.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, კრემლის წყაროების მსგავს დეზინფორმაციას აქტიურად ავრცელებს ჩინეთის სახელმწიფო მედიაც. მთლიანობაში კი, მსგავსი ფეიქები სულ მცირე, 30 ენაზე ვრცელდება.

დოკუმენტის ავტორების მონაცემებით, ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა ფეიქები იმის შესახებ, თითქოს ამა თუ იმ ევროპული ქვეყნის მოსახლეობა უკრაინას და შესაბამისად, მის დახმარებას მხარს არ უჭერს, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციები თავად დასავლეთის ქვეყნებს აზარალებს და აიძულებს ევროპელებს, “იშიმშილონ და გაიყინონ” იმ რესურსების ნაკლებობის პირობებში, რომელთაც ევროპა მანამდე რუსეთისგან ყიდულობდა.

“რუსეთს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელს მსოფლიოში სადეზინფორმაციო კამპანიების წარმოებისთვის მთელი მისი რესურსი აქვს მობილიზებული. ჩვენ ვხედავთ მუდმივად ცვალებადი სადეზინფორმაციო ნარატივებით ადამიანების შეცდომაში შეყვანისა და დაშინების გამალებულ მცდელობებს. მიზანი ისაა, რომ ადამიანებს დაეკარგოთ რწმენა და სამომავლოდ აღარავის ენდონ, მათ შორის – სიმართლის გამავრცელებლებსაც” – ამბობს ევროპული დიპლომატიის ლიდერი ჟოზეფ ბორელი.

მას მაგალითად ევროკავშირის საწვრთნელი მისიის ამოქმედების შემდეგ გაჩენილი მემი მოჰყავს, რომელშიც ევროკავშირი ნატო-ს მსახურადაა წარმოდგენილი.

“ეს პოსტი რუსეთის საგარეო უწყების გვერდზე გაჩნდა, დიახ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე! 10 წუთში იგი სამინისტროს Telegram-არხში გამოჩნდა, ხოლო კიდევ მოგვიანებით 100-ზე მეტი არხით გავრცელდა, Sputnik Africa-ს ჩათვლით. ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ებრძოლოს რუსული ფეიქების გავრცელებას. უახლოეს ხანებში ჩამოვაყალიბებთ ინფორმაციის ანალიზისა და გაცვლის ცენტრს, რომელიც პროპაგანდას შეებრძოლება” – განაცხადა დიპლომატმა.

ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ვერა იუროვამ კი პროექტის “რადიო თავისუფალი რუსეთი” (სამუშაო სახელწოდება) ამოქმედება დააანონსა. იგი დამოუკიდებელი რუსულენოვანი ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების ძალისხმევას გააერთიანებს რუსულენოვანი აუდიტორიისთვის ობიექტური კონტენტის შესაქმნელად.

წყარო – accentnews

 

თეგები: რუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved