• რეკლამა
  • კონტაქტი
15:34, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ანუ, იპოვეს” – სად ისვენებდა ესებუა და რა დროიდან იცის მინისტრმა მისი ადგილსამყოფელი? – ვინ არის ესებუაზე დიდი ბუა?

ალია ავტორი - ალია
15:19 02-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
970

რას ამბობდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ბადრი ესებუაძე, რომელიც დღეს დილით, სამეგრელოში დააკავეს და რას ამბობდნენ ვახტანგ გომელაურზე, სანამ ის ესებუას, რომელიც მინისტრის სიტყვებით, ისვენებდა, “ანუ, ეძებდა”.

27 ოქტომბერი, 2020 წელი, ვახტანგ გომელაური:

“ერთი კვირა კი არა, შეიძლება, ერთი თვე ვდიოთ, ან მეტი, ან ნაკლები, ეს პრობლემა არ არის არანაირი.

28 ოქტომბერი, 2020 წელი, ვახტანგ გომელაური:

“მე მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი… საჭმელად მივდივარ, მე თქვენ არ გაბარებთ “აჩოტებს” სად ვივლი

კითხვაზე – რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, გულწრფელად უპასუხა – “არ ვიცი, გამანებეთ თავი”

2020 წლის დეკემბერში, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ბადრი ესებუაზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებდა. 

2020 წლის 18 დეკემბერი, ვახტანგ გომელაური:

„მე სად დავაყენებ პოლიციელებს, დავაყენებ შეიარაღებული ავტომატებით თუ პისტოლეტებით, ეგ არავის საქმე არ არის. ამას მე ვწყვეტ. კრიმინალი არ გაზრდილა, პირიქით, იკლო. ესებუას საქმეზე ვმუშაობთ. მოხდა ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და ტვირთი გადაჰქონდა, აკრძალული ნივთები. საქმეზე ვმუშაობთ და ამ ეტაპზე ღიად ვერ ვსაუბრობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კრიმინალური ფაქტები აღარ მოხდეს“

2021 წლის 28 იანვარი, ვახტანგ გომელაური:

“რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყანაში არის ნამდვილად, ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და ვერ ვისაუბრებ, ვმუშაობთ მაქსიმალურად. ხაზი მინდა გავუსვა, ყველაზე მეტად ვისაც გვინდა ეს ადამიანი დავაკავოთ, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროა. ყველაფერს ვაკეთებთ”

2021 წლის 6 მარტი, ვახტანგ გომელაური:

“მეს­მის, რომ და­სა­კა­ვე­ბე­ლია. კი­თხვა ოპე­რა­ცი­ის კარ­გად ჩა­ტა­რე­ბა­ზე რომ არ დას­ვით. იყო ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა – ან უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვით და ოპე­რა­ცია დაგ­ვე­წყო და შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი და­ღუ­პუ­ლიყ­ვნენ, ან უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც ჩვენ გა­ვა­კე­თეთ. მე პრე­მი­ერს ავუხ­სე­ნი, რა ვა­რი­ან­ტე­ბი იყო, რაც არც გო­მე­ლა­უ­რის მო­გო­ნი­ლია, არც – ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და არც გოგა მღებ­რიშ­ვი­ლის – ეს არის ამე­რი­კუ­ლი სტან­დარ­ტი! მი­თხრა, არა­ვი­თა­რი სის­ხლისღვრა! და­კა­ვე­ბას ვე­ცა­დეთ, რო­გორ არ ვე­ცა­დეთ… აბა, წადი და მშვი­დო­ბა­ში მო­იხ­მა­რე – ასე ხომ არ გა­ვუშ­ვებ­დით?! ჩვენ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე გა­რის­კა და მან­ქა­ნა­ში ჩა­უჯ­და. შეგ­ვეძ­ლო ოპე­რა­ცია მას­თან ერ­თად ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა, სა­დაც კი­დევ სამი მო­ქა­ლა­ქე იჯდა, თუმ­ცა მათი სი­ცო­ცხლის გა­წირ­ვაც ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იყო, რად­გან მან­ქა­ნა­ში გახ­სნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რით იჯდა. აქაც ჩავ­თვა­ლე, რომ შტურ­მი არ და­მე­წყო, რად­გან ხელ­ყუმ­ბა­რა რომ აფეთ­ქდე­ბა, იქ ვე­რა­ვინ გა­დარ­ჩე­ბა. გე­თან­ხმე­ბით, რომ და­სა­ჭე­რია. მერ­წმუ­ნეთ, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩვენ გვინ­და, იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი და უმ­კაც­რე­სად დას­ჯი­ლი“

2021 წლის 6 იანვარი, ვახტანგ გომელაური:

“ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ… ისვენებს…”

2021 წლის 5 მაისი, ვახტანგ გომელაური:

„დავაკავებთ რა თქმა უნდა, აუცილებლად. ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ნუ ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება წლებიც გავიდეს, ამაზე ასჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული და რამდენჯერ გავაკეთო? შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ არა მე, არამედ, მეოთხე მინისტრმა ჩემ შემდეგ ან მეორე მინისტრმა. ეს ჩვეულებრივი თემაა, ვაკავებთ 10 წლის წინანდელ თემებს, 8 წლის წინანდელ დამნაშავეებს, მკვლელებს. მინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა“,

2021 წლის 23 ივნისი, ვახტანგ გომელაური:

“რატომღაც შეიძლება, ხალხს ჰგონია, რომ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, არ ვიცი. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს, რომ აქ არის”

2022 წლის 19 აგვისტო: ფაქტ–მეტრი – ესებუას მოსაძებნად გასული ეკიპაჟი, ამ დროში, დედამიწას ეკვატორზე 5 წრეს დაარტყამდა

“ბადრი ესებუას საძებრად გასული ეკიპაჟი თუ 40 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებდა, რვა საათიანი სამუშაო ცვლის გათვალისწინებით (სადილზე შეჩერებისა და ოფიციალური დასვენების დღეებით სარგებლობის უფლების ჩათვლით), გასული 22 თვის განმავლობაში 200 ათას კილომეტრს გაივლიდა. ეკვატორის სიგრძე სულ ოდნავ აღემატება 40 ათას კილომეტრს
? ცნობისათვის, საქართველოში არსებული შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზების საერთო სიგრძე 2019 წელს დაახლოებით 21 000 კილომეტრი იყო – შესაბამისად, ესებუას საძებრად წასულ პატრულის ეკიპაჟს აქამდე თითო გზა 10-ჯერ უნდა გაევლო”
2022 წლის 19 აგვისტო, ვახტანგ გომელაური:
“გამოძიება იგივე ეტაპზეა, ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ. ახალი არაფერი არ გვაქვს ნამდვილად”

2022 წლის 27 სექტემბერი, ვახტანგ გომელაური:

“ბადრი ესებუას ვეძებთ, რა თქმა უნდა, და ეს ცოტა ის გახდა უკვე, სახუმაროსავით თემა, სახუმარო არ არის თემა, ხუთჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ, არის ადამიანი, რომელსაც 20 წელი ვეძებდით, 18 წელი. […] მე პირველ რიგში ვთვლი, რომ ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა, ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ოპერაციებისგან, ნეტა ყოველთვის უსისხლოდ დამთავრდეს, თუმცა ამის გარანტიას ვერავინ ვერავის ვერ მისცეს. [ქვეყნის დატოვება] შეიძლება”.

 

ვეტერანი დავით ნემსაძე:

,,ესე-ბუაზე დიდი ბუა შენ ხარ დააქციეთ ქვე-ყანა ივანიშვილის ,,ახრანიკებმა” დღისით-მზიზით ნიღბიან პირს მძევლები აჰყავს და ნახევარ მილიონს სახელმწიფოს ისე გახევთ ვითომც არაფერი. შემდეგ კი უკვალოდ უჩინარდება.
ე მანდ სახელმწიფო გაქვთ თუ ივანიშვილის ტუალეტი?!

გააგებიეთ ამ იდიოტს რომ ტერორიზმი ისაა როცა მძინარე შვილს მამას ლოგინში საკონტროლო გასროლით უკლავ შემდეგ კი გვამს ხელში ხელყუმბარას უდებ. (გომელაურის მხრიდან უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას ვგულისხმობ)

თუ ტრაკი გქონდათ იმისთვის გაგეცათ პასუხი ვინც ზუგდიდში ნახევარი მილიონი გახსნილი გრანატით ტელეკამერების წინ აგახიათ.

ქოცებო ვისაც გსურთ ეს ფაქტი გამონაკლის შემთხვევად შეგვტენოთ აგვიხსენით ამ ერთი წლის წინ ცხრა მილიონი დოლარი როგორ მოიპარა ბანკის დაცვის თანამშრომელმა ან შემდეგ როგორ გაუჩინარდა ,,დედა” რუსეთში, აგვიხსენით ერთი თვის წინ ქუთაისში პადვლიდან როგორ გატეხეს ბანკის საცავი საიდანაც ნახევარი მილიონია გატანილი.

ყველა უბედურებას აქვს თავისი მიზეზი, ყველა დანაშაული შედარებითია და ყველა ბოროტებას აქვს მისი სათავე.

რაც თქვენ ივანიშვილის ლიფტიორებმა და ახრანიკებმა ერი ლეგალურად ძარცვეთ: პრემიებით, მივლინებებით და ეშმაკმა უწყის კიდევ რა მანქანებით ათასი ესე-ბუა ვერ მიაყენებს ერს იმხელა ზარალს.

მარტო ცალი კალოშით მოსულ ლევან იზორიას თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო აუდიტმა შვიდას მილიონ ლარზე მეტი დანაკარგი ოფიციალურად დაადასტურა.

თუმცა ქოცებო თქვენი სასწაული სამართლის წყალობით იზორია ციხის მაგივრად ელჩად განაწესეთ გერმანიაში.

ბლაგვ-სახა გომელაურისთვის დიდი პატივია პირდაპირი დიალოგი.
საკუთარი ბლაგვი იმიჯის შესაფუთად ტერორისტად გაასაღა ის ვინც რიალურად შეიარაღებული ძარცვა ჩაიდინა თანაც უსისხლოდ.

ქართული არმიის ფორმით და თანაც იმ ბანკში რომელიც 2008 რუსეთ- საქართველოს ომში გარდაცვლილ ჯარისკაცებს გასასვენებლად დარიცხულ ფულს პარავდა ქვეტექსტით ,,მიცვალებულს ვალი ქონდა ჩვენთანო”
თითქოს ამათი ბანკი იმ მიწაზე არ მდგარიყო ვისგამოც ეს ბიჭები დაიღუპნენ.

გომელაურმა იმის შიშით მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემდეგ კიდე ვინმეს სისხლი არ მომეცხოს ჩემს პოლიტ გვამსო დაშინებულმა უმოქმედობით ისევ სახელმწიფოს ჩააფურთხა სულში.

როგორ შეიძლება ერთმა კაცმა როგორი იდეალური სამხედრო ცოდნის ან მომზადებისაც არ უნდა იყოს იგი სძლიოს სახელმწიფოს, მის რესურსს და შესაძლებლობებს?

ასე ხდება მხოლოდ მაშინ როცა ხელისუფალი ცოდვილია, სუსტია ან მშიშარა.

თქვე ჩემისებო თუ ყაჩაღის ტერორისტად გასაღებად აპირებდით იმხელაც უნდა გეფიქრათ რომ არცერთი ძლიერი და ცივილიზებული სახელმწიფო ტერორიზმთან არანაირ გარიგებაზე არ მიდის ზედმეტია იმის საუბარი ტერორისტს ვინმემ ნახევარი მილიონი ჩაუთვალოს და სახლში უვნებლად გაუშვას.

მე საფრანგეთში ვცხოვრობ ზე ჰუმანურ და ზე ლიბერალურ სახელმწიფოში როგორ გგონიათ აქ ვინმემ ბანკში ტყვეები რომ აიყვანოს ფულის მიღების მოტივაციით რას მიიღებს სანაცვლოდ.

ვინც ეჭვობთ ან პასუხი არ იცით მე გეტყვით: ასეთი მოთხოვნა დასრულდება ფრანგული კონტრ სნაიპერული შაშხანიდან გასროლილი ტყვიით რომელიც დესტრუქციის მომწყობის შუბლს აუცილებლად გახვრეტს.

ეს იქნება ერთადერთი რამ რასაც ის გარდაუვალი აუცილებლობით მიიღებს.

ასეთი იქნება ცივილური ქვეყნის პასუხი როცა მისი საზოგადოების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას დაემუქრები.

მეექვსე დღე მიდის ამ ლეგენდარული ძარცვიდან და დამნაშავის დაუკავებლობის მაგივრად მე ის მანცვიფრებს თანამდებობას როგორ ინარჩუნებს შსს მინისტრად მჯდომი იდიოტი ვინმე გომელაური.

ეს ფაქტი მოწმობს რომ ჩემს ქვეყანაში საზოგადოება ბრბოდ გადააქციეს.

ხელისუფლების პროპაგანდისტულ არხზე მოუსმინე ვიღაც პლასტიკური ქირურგი კუზანოვის ცოლი არჩევნა კონტრ ტერორისტულ ოპერაციას,
ქოცების უკანალს წმენდდა…

ეს დედა ატირებული სიმართლე და საზოგადოებრივი კეთილდღეობა ავადმყოფური მოვლენა ხომ არაა კუზანოვის სტილში დაკვეთით ანუსს ფალოსი რომ გადააკერო.

მე არც ,,ახრანიკს” ან ლიფტიორს არმინდა შეურაცხყოფა მივაყენო. რადგან წესიერ ქვეყანაში მათ კეთილსინდისიერ შრომაზე ბევრი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.

ქოცებმა 2000 ვეტერანი უმოტივაციოთ სახლში გაყაეს და 49 ნომრად ამ დამსახურებული ხალხის სახლში გამყრელი ვალოდია ჩაჩიბაია საპარლამენტო სიაში უზით.

ამ ნაბიჭვარმა მთელი სამხედრო ავიაცია დაშალა უპილოტო საფრენი აპარატის სპეციალისტებიც კი სახლში გაყარა.

შედეგად კი მივიღეთ ის რომ როცა სახელმწიფოს დაჭირდა მძარცველის გადაადგილების საჰაერო კონტროლი მას ამ დარგის სპეციალისტი არ აღმოაჩნდა.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მძარცველი ესებუა იყო თუ ღობეგლეჯიაშვილი რეალურად ქართულ სახელმწიფოს ქოც-ნაცურ ბუაზე დიდი ბუა არ ჰყავს”

„ვიცით სად არის ბადრი ესებუა“ – ვახტანგ გომელაური

თეგები: ბადრი ესებუავახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved