• რეკლამა
  • კონტაქტი
14:33, პარასკევი, 20 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს კი ისა, რაც ივანიშვილს უნდა… Mission is Completed!“ – ნიკა გვარამიას წერილი

ალია ავტორი - ალია
19:45 02-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,730

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

„სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა, კარგად დაგვანახა ის ორი საყრდენი, რაზეც ივანიშვილის კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი დგას. ორი რამ, რაც ივანიშვილის მთავარი უპირატესობაა.

პირველი – მისი მიზნის არცოდნაა. აქედან კი მისი ქმედებების ქრონიკულად მცდარი პროგროზირება მომდინარეობს. ივანიშვილის მიზანი ერთადერთია – პირადი და ქონების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხელისუფლების უზურპაცია მანამ, ვიდრე ცოცხალია. ის პოპულისტი ოპორტუნისტია და არანაირი იდეოლოგია არ გააჩნია – თავისი პოპულიზმის ჭურჭელს იმ შინაარსით ავსებს, რომელსაც შექმნილი კონტექსტი და ვითარება უკარნახებს ზემოთხსენებული მიზნის მისაღწევად. ამგვარი სტრატეგიისთვის კი უკუნაჩვენებია მყარი ფასეულობითი პალიტრა. უკუნაჩვენებია მკაფიოობა და სიცხადე, ამიტომაც მისი მთავარი ტაქტიკური იარაღი ბუნდოვანება და ხშირი ცვლილებებია.

ცხადია, რაც იქნება ივანიშვილის სტრატეგიული ხაზი 2024 წლის არჩევნებზე: მემარჯვენე პოპოლიზმის ე.წ. სუვერენისტული იდეოლოგია. ამ მხრივ, ქართული ოცნება შეივსება კომპენსატორული მოკავშირეებით, ვინც იმას „იკისრებს“, რასაც ოცნება ვერ/არ ჩათვლის საჭიროდ, თუმცა, უკვე რაღა დარჩა რასაც ოცნება „ვერ იკისრებს“ (დარჩა, დამიჯერეთ) ასეთები იქნებიან ხალხის ძალა, ექსტრემისტული მემარჯვენე პარტიები და, რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრიარქო.

როგორც ყველგან, საქართველოშიც სუვერენიტეტის მთავარი გზავნილი და პროპაგანდისტული ჩარჩო არის „დასავლური ელიტები ებრძვიან საქართველოს სუვერენიტეტს“, „წინათ მოსკოვი იყო, ახლა ვაშინგტონი და ბრიუსელია“. ეს ძალიან ზედაპირზეა და დარწმუნებული ვარ, ყველანი ვაცნობიერებთ. თუმცა, გაუგებარია, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ორსვლიან ლოგიკურ კომბინაციაში მეორე ნაბიჯს რატომ ვერ დგამს. ხომ ცხადია, რომ ეს სტრატეგია რომ განხორციელდეს და შედეგი მოიტანოს, ხსენებულმა პოპულისტურმა გზავნილებმა რელევანტურობა არ უნდა დაკარგოს. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამის საფუძველი შენარჩუნდება – ანუ, თუ კანდიდატის სტატუსი არ გვექნება. ამიტომაც, ყველაფერი კეთდება და გაკეთდება სწორედ ამ შედეგის მისაღწევად: უნდა კვდებოდეს სააკაშვილი, წინა დღით უნდა დაიჭირო გვარამია, უნდა დახურო ოპოზიციური მედია. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ბევრი „უნდა“ გამოჩნდება და შესრულდება, „რაც უარესი, მით – უკეთესი“ პრინციპით. სწორედ ამ პრინციპით, რადგან ტემპერატურა სულ უნდა იმატებდეს, პოლარიზაცია სულ უნდა მწვავდებოდეს, დასავლეთი სულ უფრო მეტად გვაკრიტიკებდეს. ივანიშვილს უკვე ისე უჭირს, რომ მხოლოდ პოლიტიკური პოლარიზაცია არ კმარა, ყოვლისმომცველი სოციალური პოლარიზაციაა საჭირო, ისეთი, როგორიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან განდევნას და მკვლელობას მოჰყვა – აი, რატომაა საჭირო სააკაშვილის მოკვდინება. და ვინ მოგვცემს ამ ფონზე კანდიდატის სტატუსს? თავი არ მოვიტყუოთ არავინ. ეს კი ისაა, რაც ივანიშვილს უნდა! Mission is completed!

იმის გამორიცხვა, რომ ივანიშვილი ოპორტუნისტულად გადაუხვევს ქვეყნისთვის ამ დამღუპველ ხაზს და მაინც მოუწევს სტატუსის საკითხის გამო ყველაფრის დათმობა, ცხადია, არსებობს, მაგრამ სწორედ რომ, უნდა „მოუწიოს“, იძულებული უნდა გახდეს. სანამ ივანიშვილს მხოლოდ რუსეთის შიში აქვს, ეს ვერ მოხდება. დიახ, შიში და არა ანგარიშგაწევა, სიფრთხილე თუ რამე სხვა. არც ერთ ჩამოთვლილს თუ ჩამოუთვლელს არ აქვს ისეთი ინტენსიობა, როგორც შიშს. არც ერთს არ აქვს შედეგების შეუქცევადობის იმგვარი სარწმუნოება, როგორც შიშს. ყველა სხვა ვითარებაში მივიღებთ დროებითი კომპრომისით (მაგალითად, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ) მორიგ ჯერზე დასავლეთის მოტყუებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართული საზოგადოების მიერ ივანიშვილის დაუმარცხებლობის რწმენას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს დასავლეთით იმედგაცრუებას და მის მიმართ უნდობლობას, ასევე ღრმა შიდაპოლიტიკურ ფრუსტრაციას. ეს კი ისა, რაც ივანიშვილს უნდა. Mission is Completed!

„იმედი ბოლოს კვდება“, ნამდვილად არ არის სასოწარკვეთის მგმობი ქრისტიანული მაქსიმა, ეს გადმოქართულებული რუსული მართლმადიდებლური პროპაგანდისტული ჰიპერტექსტია – დიახ, ძველი ანდაზებიც პროპაგანდაა, მათ შორის, თანამედროვეობის კონტექსტშიც ფართოდ გამოყენებული. “იმედი ბოლოს კვდება” არის ადამიანის გადართვა არარაციონალური და ირაციონალური უსასრულო მოლოდინის რეჟიმზე. ეს რეჟიმი კი აუძლურებს და საკუთარი ძალების რწმენას კლავს, იმედი საკუთარი უღონობის და მარცხის კონსტატაციაა, საკუთარი ძალებით ავთვისებიანი სტატუს-კვოს შეცვლის შეუძლებლობაში საკუთარივე თავის დარწმუნებაა. უმოქმედობას კი არასდროს მოაქვს პოზიტიური შედეგი: იმედი იმედგაცრუებით სრულდება, იმედგაცრუებას სასოწარკვეთა მოაქვს. სასოწარკვეთა კი ნამდვილად დამღუპველია ინდივიდისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ამიტომაც, თუ გადარჩენა გვინდა, როგორც საკუთარი თავის, ისე ჩვენი სამშობლოს, ერთმანეთს “იმედი არ დაკარგო”, “იმედი ბოლოს კვდება” შეგონებით კი არ უნდა ვამხნევებდეთ, არამედ უარი უნდა ვთქვათ ყოველგვარ არარაციონალურ იმედზე (რაც, გარკვეული გაგებით, ოცნებაა) და შევუძახოთ ერთმანეთს: მორჩი ოცნებას! განაგდე იმედი ყოველმან შემსვლელმან“!

სხვაგვარად, დაუძლურებული და ფრუსტრირებული საზოგადოება ვერ გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს, ვერ შეცვლის სტატუს-კვოს. ეს კი ისაა, რაც ივანიშვილს უნდა! Mission is Completed!

მოკლედ, ყველაფერი ჩვენს ხელშია! “ხელი გავანძრიოთ და გვეშველება”! ვი-მო-ქმე-დოთ და გადავარჩინოთ საქართველო, იმიტომ რომ ეს ისაა, რაც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას, მის დასავლურ მომავალს სჭირდება. ვიმოქმედოთ, რადგან არავითარი უფლება არ გვაქვს, რომ ხელები ჩამოვუშვათ! რადგან ისტორია მოითხოვს, რომ არა ივანიშვილმა, არამედ ჩვენ ვთქვათ: Mission is Completed!“

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025

ბიზნესი

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია
ახალი ამბები

Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

13:29 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა

17:07 06-19-2025
თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს
ახალი ამბები

თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

13:47 06-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved