• რეკლამა
  • კონტაქტი
06:20, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოხდა სასწაული – ეს ძაღლი დიდი ხნის უნახავი პატრონივით მეცა და გაოგნებულმა პოლიციელმა ძლივს აგვაწიწკნა ერთმანეთს“ – თეა გვასალია

ალია ავტორი - ალია
15:09 02-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,144

ჟურნალისტი, მთარგმნელი თეა გვასალია:

„აი ზუსტად ასეთი, უჟმური ამინდი იყო მადრიდში, რომ დავწერო 30 წლის წინ მეთქი, მე თვითონ სათაფლიელი დინოზავრის ხნის მეგონება თავი?, 90-იანები უფრო უპრეტენზიოდ ჟღერს და კიდევ უფრო ზუსტად თუ გაინტერესებთ, ის პერიოდია, თბილისში ერთადერთი ევროპული და ნათელი ადგილი სასტუმრო „მეტეხი“ რომაა. (ნათელი პირდაპირი მნიშვნელობით, მეცხრე ბლოკის კაპრიზებზე რომ არაა დამოკიდებული და დღე და ღამე გაჩახჩახებულია)? და მისმა ამშენებელმა, ავსტრიულმა „მარკო პოლომ“, გუდაურშიც რომ გახსნა სასტუმრო და ჩვენ ბრიყვებს, გულუბრყვილოდ გვგონია, რომ გვეშველა, რომ ამიერიდან ერთხმად იხუვლებენ ევროპელი მოთხილამურეები და სნოუბორდისტები, ავსტრია-შვეიცარია- იტალიის ალპებს ზურგს შეაქცევენ და მონბლანის ნაცვლად ყაზბეგის ხედებით დატკბებიან. ?ეს, ახლადმოპოვებული თავისუფლებით გაბრუებული ქართველების აზრები იყო, „მარკო პოლოს“ მენეჯმენტი ასე არ იტყუებდა თავს და გადაწყვიტა მეტეხი და გუდაური მადრიდში, ავსტრიის პავილიონში წარედგინა FITUR-ზე. ვინც არ იცით, FITUR უდიდესი საერთაშორისო, ტურისტული გამოფენაა. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ჩამოდის და თავის ტურისტულ პოტენციალს ამზეურებს. შარშან, ესპანეთის მეფე-დედოფალი საქართველოს პავილიონთან ქართული ცეკვებით დატკბა, მაგრამ მაშინ პავილიონი კი არა, საქართველოს არსებობა არავინ იცოდა და უკეთეს შემთხვევაში ამერიკის ჯორჯია ვეგონეთ, უარესში რუსეთის სამხრეთ რეგიონი. მე ალბათ პირველი ქართველი ვიყავი, ვინც ავსტრიის პავილიონში მოწყობილი პატარა კუთხიდან, ესპანელებს საქართველოზე ელაპარაკებოდა და გუდაურში ეპატიჟებოდა სასრიალოდ.? იმ დღეებში, მადრიდში რომელიღაც ტერორისტული აქტი იყო ახალმომხდარი და FITUR-ზე უსაფრთხოების უმკაცრეს ზომებს იცავდნენ. იქ მომუშავეები, გამოფენის გახსნამდე ორი საათით ადრე მივდიოდით და პოლიციელები, გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად სათითაოდ და გულდასმით ამოწმებდნენ, რომელიმე ჩვენგანი შაჰიდი ქალი ან რადიკალი ისლამისტი კაცი არ ყოფილიყო და „ალაჰ აკბარის“ ძახილით თავი არ აეფეთქებინა.? მოკლედ, მივედი პირველ დღეს უზარმაზარი პოლიგონის შესასვლელთან, ბედნიერებას კი ვასხივებ იმით, რომ მადრიდში ვიმყოფები, მაგრამ თან კბილს კბილზე ვაცემინებ სიცივით, რადგან იმ სულელურ ასაკში ვარ, თოვლ-ჭყაპს რომ არად ვაგდებ და მგონია ქვეყანა დაიქცევა, თბილად თუ ჩავიცვამ.? თან ქუსლებზე სიარული ახალი ნასწავლი მაქვს და გემზე ექვსთვიანი ცურვის შემდეგ, ხმელეთზე პირველად გადმოსული მეზღვაურივით დავბარბაცებ.? შესავლელში პოლიციელმა საბუთი შემიმოწმა, პროფესიული თვალით ამხედ-დამხედა, დარწმუნდა რომ ჩემი ბრჭყვიალა ქამარი (მაშინ მოდაში იყო?), შაჰიდისას არ ჰგავდა, მაგრამ ბოლომდე შეასრულა ინსტრუქვია და ძაღლსაც უბრძანა ჩემი შემოწმება. და იქ მოხდა სასწაული. ეს ძაღლი დიდი ხნის უნახავი პატრონივით მეცა, აღარ იცოდა როგორ გამოეხატა სიხარული და გაოგნებულმა პოლიციელმა ძლივს აგვაწიწკნა ერთმანეთს?. დაეჭვებულმა, კიდევ ერთხელ გამსინჯა დეტექტორით და მიბრძანდითო კი მითხრა, მაგრამ სანამ ჩემს პავილიონთან არ მივედი, პროფესიული მზერა არ მოუცილებია. ამასობაში სტუმრები შემოუშვეს, მე გუდაურის და თბილისის ქებით ავიქაფე პირი და თუმცა არავის უთხოვია, შავ ზღვაზეც ვეპატიჟებოდი დამთვალიერებლებს ესპანურად და რახან ავსტრიის პავილიონში ვიდექი, გერმანულადაც, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ მახსოვდა.? მე კი დამავიწყდა ის ძაღლი, თავისი პატრონიანად, მაგრამ იმ პოლიციელს, ეტყობა ეჭვები არ ასვენებდა, სამჯერ თუ ოთხჯერ ჩაიარა ჩემს ახლოს და ყოველ ჯერზე საბელით ძლივს აკავებდა ძაღლს, რომელიც მთელი ძალით მოიწევდა ჩემკენ და კუდის ქიცინით გამოხატავდა კეთილგანწყობას.? გასვლისას, ჩვენი შემოწმება არავის ევალებოდა, მაგრამ პოლიციელი უძაღლოდ, სამაგიეროდ თავის შეყვარებულ, ასევე პოლიციელ გოგოსთან ერთად დამხვდა კართან და მითხრა რომ ამ სტრუქტურაში მუშაობის 14 წლიანი კარიერის მანძილზე ასეთი შემთხვევა არც თვითონ ჰქონია და არც სხვებისგან გაუგია. მისმა შეყვარებულმა კაფეში დამპატიჟა, ყავა დავლით, გავიცნოთ ერთმანეთიო, მაგრამ მე ზუსტად იმ დღეს ჩამომაკითხეს პამპლონადან ჩემმა დედობილ-მამობილმა და საღამოს „ლა ლატინას“ თეატრში მივდიოდით ლინა მორგანის სპექტაკლის სანახავად, ამიტომ უარი ვუთხარი. მობილურები მაშინ არ იყო, რომ ნომრები გაგვეცვალა, ძაღლს კი რინგო რქმევია და იქამდე სერიოზულ, მკაცრი ხასიათის პროფესიონალად ითვლებოდა. ნამდვილად არ ვიცი რინგომ რა თვალით შემომხედა და რატომ ვემშობლიურე, მაგრამ ძაღლები ხომ ადამიანებზე უკეთესად გრძნობენ ჩვენს აურას და განწყობას და ალბათ იმდენ ხალხში მე აღმოვჩნდი ერთადერთი, რომელიც თავიდან ფეხებამდე მადლიერების გრძნობით გაჯერებულ ბედნიერების ფლუიდებს ვაფრქვევდი იმის გამო, რომ ჩემი ბავშვობის ახდენილ ოცნებაში, ესპანეთში ვიყავი, სამმილიონიან მადრიდში ხალხს გაყინულ და ჩაბნელებულ საქართველოში ვეპატიჟებოდი და გულწრფელად მჯეროდა რომ მთავარი- დამოუკიდებლობა, უკვე მოპოვებული გვქონდა და ახლა საკუთარი ხელებით, ევროპული კანონებით და ახალგაზრდული უკომპრომისობით უნდა აგვეშენებინა ჩვენივე მომავალი – ქვეყანა, რომელში ცხოვრებაც არ შეგვრცხვებოდა, რომელსაც არ მივატოვებდით და რომლის პასპორტსაც ამაყად დავუდებდით წინ ნებისმიერი ქვეყნის მებაჟეს. და ასეც მოვიქცეოდით, რომ მივეშვით, ჩვენი გულწრფელი ენთუზიაზმი გაღორებულ პოლიტიკოსებს არ ჩაეხშოთ, ამ ღარიბ ქვეყანაში მილიონები არ ეშოვათ და ჩვენს გულებში აგიზგიზებულ კოცონზე ყინულიანი წყალი არ გადაესხათ. ვის იგულიხმებთ ამ ადამიანებში, თქვენი ნებაა, რადგან ეს ის იშვიათი შემთხვევაა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, ზედმიწევნით რომ მიესადაგება უამრავ პოლიტიკოსს, მათზე უხილავი ძაფებითა და ხილული დოლარებით მიბმულ ბიზნესმენებს, ბანკირებსა და სხვა ჯურის ავანტურისტებს. დანარჩენების, ანუ ბოლო 30 წელში აქა-იქ აღმოცენებული პატიოსნებისა და პატრიოტების ჩამოთვლას, ხელის თითები ეყოფა. მათი ვინაობაც ვიცით, ვაფასებთ და გვიყვარს.“

თეგები: თეა გვასალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved