• რეკლამა
  • კონტაქტი
01:04, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოგიმატებ ბაბუა, მოგიმატებ… შენ ის ნამეტანი თამამი ბაღანა არ ხარ…” – რას იხსენებს გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
00:51 02-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21,634

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

“არ ვიცი რამ გამახსენა ახლა, მაგრამ მოვყვები: ედუარდ შევარდნაძის იუმორის შესახებ ბევრმა იცის და ესეც შევმატოთ. 2001 წელია, “რუსთავი ორის” კრიზისი, მთავრობა გადადგა. პარლამენტის თავმჯდომარეც. შევარდნაძე და მეტრეველი თსუ-ში წარჩინებულ სტუდენტებს ხვდებიან. მათ შორის მეც ვარ – მთლად პრეზიდენტის სტიპენდიატი. მიდის შეხვედრა. ცოტა დუნედ და არასტუდენტურად ნელთბილად. გოგოებთან ერთად ვარ და რაღაც სუპერორგინალურით თავის მოწონება მინდა. ჰოდა, წაგმირება გადავწყვიტე და ვითხოვე სიტყვა. გამოვედი და მოულოდნელობის ეფექტით შეზავებული ვხიე: “ყველა ქვეყანაში, ახალგაზრდისთვის საამაყოა პრეზიდენტის სტიპენდიატობა, მე კი მრცხვენია, თქვენი სახელობის სტიპენდიატი რომ ვარ, უარს ვამბობ-მეთქი” დიდი ტაში შემოსცხეს და მეორე დღეს უნივერსიტეტში პატარა ლეგენდებიც დადიოდა (სავსე იყო ის დარბაზი, შეიძლება არაერთ თქვენგანს ეს სცენა აგონდება კიდეც), დედაჩემს კი ეგონა რომ უსათუოდ მომწამლავდნენ. თუმცა ამ ორდღიან აჟიოტაჟში, აღარავის ახსოვდა შევარდნაძის გენიალური პასუხი. მან ჩვეული პაუზა აიღო, ოდნავ გაიღიმა და მკაფიო ხმით მითხრა: ,,მოგიმატებ ბაბუა, მოგიმატებ”.
p.s. წლების მერე, 2007-ში მასთან ვიყავით სტუმრად მე და ზურაბ ქარუმიძე. Lib.ge-სთვის ინტერვიუ ჩავწერე. შევედი თუ არა, ეგრევე მიცნო – შენ ის ნამეტანი თამამი ბაღანა არ ხარო. კინაღამ მოვკვდი. ასეთიც ამბებიც იყო ჩემს უცნაურ და ულოგიკო ცხოვრებაში.”

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved