• რეკლამა
  • კონტაქტი
23:43, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საჭიროა დასავლეთმა დაასანქციროს ივანიშვილი და ოპოზიციამ  ,,ელექტროშოკის ეფექტით” გამოაღვიძოს საზოგადოება” – თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
00:18 02-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
677

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:

“როდესაც უკრაინის გმირ პრეზიდენტს, წლის ადამიანს ორივე ხელში ფოტო უჭირავს, რომელზეც სააკაშვილის სიცოცხლისგან დაცლილი სხეულია ასახული და მსოფლიოს ეუბნება, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს ციხეში წამებით კლავს, საქართველო კი ნეიტრალურიც აღარაა და რუსეთის მხარესაა; როდესაც მაგნიტსკის სიის ავტორი ამ სიაში ივანიშვილისთვის და ქართველი მაღალჩინოსნებისთვის ადგილებს ათავისუფლებს; მსოფლიო მედია საქართველოზე, როგორც შავ ხვრელსა და რუსეთის დასაყრდენზე წერს; ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი სანქციებზე უკვე ღიად საუბრობს; როდესაც ევროპარლამენტიდან უმკაცრესი გზავნილები გვესმის, ევროკომისია კი პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის გამოგზავნას გვთავაზობს, ეს ნიშნავს, რომ ქართულ სახელმწიფოში ყველაფერი ძალიან ცუდადაა, მისი გადარჩენისთვის ბროლა კი ახალ, კრიტიკულ ფაზაში შედის.

ასეთი უპრეცედენტო საგარეო წნეხის ფონზე, ბუნებრივია იზრდება იმის მოლოდინიც, რომ ივანიშვილი ვითარების დრამატულობას და სიმწვავეს ბოლომდე გაიაზრებს, რაღაც მომენტში სააკაშვილის საკითხზე გარკვეულ კომპრომისზე წავა, ქართული სახელმწიფოს ხომალდის საჭეს კი დასავლეთისკენ ნაწილობრივ მაინც შემოატრიალებს, იმისთვის, რომ მასზე და ქვეყანაზე არსებული წნეხი მცირედით შემცირდეს. ჩემი აზრით, ეს მცდარი მოლოდინია და აი რატომ: დღეს სააკაშვილი ივანიშვილის მძევალია. მძევლებით დასავლეთთან, თუ ქართულ საზოგადოებასთან ვაჭრობა კი მისთვის ჩვეული საქმიანობაა. თუმცა, მილიარდერი მხოლოდ მაშინ იწყებს მძევლის გათავისუფლებაზე ფიქრს, როდესაც მისთვის ყველაზე ძვირფასს, კაპიტალს, ძალაუფლებას ან უსაფრთხოებას მყისიერი საფრთხე ემუქრება, რის გასანეიტრალებლადაც ის მზადაა მძევალი გაიმეტოს. ასე იყო უგულავასა და ოქრუაშვილის შემთხვევაში, როდესაც ივანიშვილმა ისინი არჩევნების მაჟორიტარული სისტემის ნაწილობრივ შენარჩუნებაში გაცვალა, რამაც  შემდგომში ძალაუფლების დაკარგვას გადაარჩინა.

დღეს ვითარება განსხვავებულია: მილიარდერის ძალაუფლებას და უსაფრთხოებას ქვეყნის შიგნით თითქოს არაფერი ემუქრება. მართალია მის კაპიტალს დასავლეთიდან შეზღუდვები უახლოვდება და ირიბად შესაძლოა უკვე გრძნობს კიდეც მათ სუსხს, დასანქცირებულთა სიაში არყოფნა მას მანიპულაციისთვის საკმარის დროსა და სივრცეს აძლევს. ამიტომ, მიუხედავად დასავლეთის უმკაცრესი გზავნილების და გაფრთხილებისა, ის პირად საფრთხეს ვერ გრძნობს და სააკაშვილის, როგორც ძვირფასი და ძვირადღირებული მძევლის გათავისუფლების ან რამეში გაცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. მიშას ციხეში ყოლა და მისი ჯანმრთელობის, ღირსებისა და უფლებების საჯაროდ შელახვა მას ქართული პოლიტიკისა და პოლარიზაციის ხარისხის კონტროლისთვისაც ჭირდება.

ვითარება ასევე შეცვლილია ქვეყნის შიგნითაც. დღეს ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, დასავლელი პარტნიორების მსგავსად აპოკალიფსურ სურათს ხედავენ და ხატავენ კიდეც. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ მოსაზრებას თითქოს არ იზიარებს. როდესაც გამოკითხულთაგან ყოველ მეხუთეს საკვების ფული არ აქვს, ყოველ მეორეს კომუნალური გადასახადების გადახდა უჭირს,  ყოველი მესამე ახალგაზრდა ქვეყნიდან გაქცევას გეგმავს, და მაინც, მათი უმრავლესობა ხელისუფლების მუშაობას დადებითად აფასებს, იმ ხელისუფლების, რომელსაც ლავროვი და გავრილოვი მოკავშირედ მიიჩნევენ და საქვეყნოდ აქებენ, აშკარაა რომ ხალხი ამ აპოკალიფსურ სურათს კარგად ვერ აღიქვამს. რისი მთავარი მიზეზიც ალბათ ისაა, რომ დასუსტებული და დანაწევრებული ოპოზიციური პარტიების სტრატეგია და ტაქტიკა უკვე არა მარტო არაეფექტური – არარელევანტურიცაა, გზავნილები კი უკიდურესად სუსტი იმისთვის, რომ ხელისუფლების პროპაგანდით და ომის შიშით მოწამლული, პარალიზებული, გაზარმაცებული და გაპასიურებული საზოგადოებრივი სხეული გამოაღვიძოს და ტონუსში მოიყვანოს.

იმისთვის, რომ ივანიშვილმა რაიმე დათმოს, მითუმეტეს ისეთი ძვირფასი მძევალი როგორც სააკაშვილია და კიდევ უფრო ძვირფასი, მიტაცებული ქართული სახელმწიფო, საჭიროა მინიმუმ ორი რამ: დასავლეთი ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდეს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მკაცრად დაასანქციროს ივანიშვილი და მისი გარემოცვა და რაც მთავარია პირდაპირ და ღიად გამოაცხადოს, რომ სწორედ ის არის ქართული სახელმწიფოს და მისი ევროპული პერსპექტივის მთავარი პრობლემა, რაც ოცნების ხელისუფლებისთვის დასავლური ლეგიტიმაციის დასასრული და მის მომხრეთა კონიუნქტურულ ნაწილში, ოცნების მედასავლეთეობით თავის გამართლების საფუძვლის გამოცლა იქნება; პროდასავლურმა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა წევრებმა შექმნან ერთიანი ფრონტი და მწყობრი გეგმა იმისთვის, რომ ,,ელექტროშოკის ეფექტით” გამოაღვიძონ გაპასიურებული და ომის შიშისგან პარალიზებული საზოგადოება, დასავლეთისგან ოფიციალურად სანქცირებული, მილიარდერის მთავრობა კი არალეგიტიმურად გამოაცხადონ, რის შემდეგაც უკვე ეროვნული დაუმორჩილებლობის, სრული ბოიკოტის, მასობრივი, არაძალადობრივი საპროტესტო თუ სხვა ტიპის აქციებით კოლაბორაციონისტ რეჟიმს მართვის პრობლემა შეუქმნან.

დროა რეალობას თვალი გავუსწოროთ. მწარე რეალობა კი, ისაა რომ ივანიშვილი, ციხეში სისხლისგან და სასიცოცხლო ენერგიისგან ცლის ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რითაც ის აუძლურებს ქართულ საზოგადოებას და სამუდამოდ ასახიჩრებს და მომავალს უკარგავს ქართულ სახელმწიფოს. ადამიანის სიცოცხლით მოვაჭრესთან კომპრომისი კი იგივეა, რაც ტერორისტთან შეთანხმება, რომელიც კარგად არასდროს მთავრდება. ბევრს შესაძლოა ჩემი ეს შესავალი სიტყვა ზედმეტად რადიკალურად ან კატეგორიულად მოეჩვენოს, რაც გასაგებია, თუმცა ისიც კარგად უნდა დავინახოთ, რომ ვითარება მართლაც უკიდურესად კრიტიკულია და დღითიდღე უარესდება, რასაც უკვე ნაცადი ხერხებით ვეღარ ეშველება. ამიტომ, რაც მალე გავაცნობიერებთ ამას, მით მეტი შანსი გვექნება რომ მომავალში, ჩვენი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის გამო კიდევ უფრო დიდი ფასის გადახდა არ მოგვიწიოს.”

 

თეგები: გიორგი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved