“ვივა მედის” დირექტორი, ნინო ნადირაძე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, ამბობს:
“მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, სანამ ის ჩვენს კლინიკაში იმყოფება არ დავიშურებთ არც ძალას, არც წამალს, არც მკურნალობას, არც სხვისი აზრის მოკითხვას მოვერიდებით, ოღონდაც ბატონი მიშა იყოს ჯანმრთელი, იმიტომ, რომ 9 თვის განმავლობაში მე მის მიმართ უზარმაზარი ემპათია გამიჩნდა. ის არის ადამიანი, ადამიანის უფლებაა იცოცხლოს და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მას ამის უფლება ჰქონდეს”.
კომენტარები