“ვივა მედის” კლინიკური დირექტორი, ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა და ფინანსური ჩარიცხვების დაგიანებაში დაადანაშაულა:
“თქვენ სხვათაშორის მიგვიანებთ ჩამორიცხვებს და მე აქ მბრალდება, რომ 3 მილიონი მიიღო თურმე კლინიკამ და მე მთელი განყოფილება მიცდება. 1 პაციენტი წევს იქ. ერთხელ ჩამირიცხეთ ივლისში და მეორეჯერ სექტემბერში და ახლა თებერვლის თვეა, კალკულაცია გამოგზავნილი მაქვს”
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილსის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
კომენტარები