• რეკლამა
  • კონტაქტი
10:18, ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკანდალი “ვოისის” გამარჯვებულის გარშემო: “მე­უბ­ნე­ბი­ან, წელს დაგ­ვით­მე, შენ ხომ უკვე ერთხელ მო­ი­გე “ევ­რო­ვი­ზია“

ალია ავტორი - ალია
13:39 02-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,774

მე­გა­შოუ “ვო­ი­სის” გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 22.8%-ით 21 წლის ირუ ხე­ჩა­ნო­ვი გახ­და. 2023 წლის “ევ­რო­ვი­ზი­ის” სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს ის წა­რად­გენს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბელ­თა ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით გა­მოვ­ლინ­და.

ხე­ჩა­ნო­ვის მენ­ტო­რი დათო ფორჩხი­ძე გახ­ლდათ. მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის სტა­ტუ­სი კონ­კურ­სან­ტმა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პრო­ექტ „ვო­ის­ში“ გა­მარ­ჯვე­ბით მო­ი­პო­ვა.

ირუ ხე­ჩა­ნო­ვი წლე­ბის წინ, სა­ბავ­შვო ჯგუფ „ქენ­დის“ წევ­რი გახ­ლდათ.

“ვო­ის­ში“ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, კონ­კურ­სან­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“ყვე­ლა­ფერს ვი­ზამ, რომ გა­სა­ხე­ლოთ “ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე”… მთა­ვა­რი ბრძო­ლა წინ არის და თქვე­ნი გვერ­დში დგო­მა ისევ ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა… მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ”.

უამ­რა­ვი მი­ლოც­ვის მი­უ­ხე­და­ვად, გო­გო­ნას გა­მარ­ჯვე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. 

მუ­სი­კო­სი მაია დარსმე­ლი­ძე, “ვო­ი­სის” ფი­ნალს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი მე­უღ­ლე, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი პრო­ექ­ტში ერთ-ერთი მენ­ტო­რი იყო.

“ხოო, აქა-იქი­დან ჩი­ტებს მო­აქვს ამ­ბა­ვი რა­ღაც გამ­ზა­დე­ბულ სიმ­ღე­რა­ზე და ერთი წლით ადრე ჩა­ფიქ­რე­ბულ “პრო­ექ­ტზე”. და აი ეს ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი მარ­თლა სა­ო­ცა­რი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ამ ვი­ღა­ცის პრო­ექ­ტის ან­ტუ­რა­ჟად მო­იყ­ვა­ნეთ?!!! და ვი­ღა­ცის ხუშ­ტუ­რის დე­კო­რად აქ­ცი­ეთ?! (რომ არ და­იბ­ნეთ, ამ კონ­კრე­ტულ პოს­ტში პრო­ექტ “ვო­ისს” არა, ვო­ის­ში “პრო­დი­უ­სე­რის” მი­ტა­ნილ “პრო­ექტს” ვგუ­ლის­ხმობ, აიიი, ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე, რაც უნდა გა­ი­ტა­ნონ – იმას) ხო, ვინ­მემ ოდეს­მე ხომ უნდა თქვას, სა­ნამ კო­ლექ­ტი­ურ-კო­ლე­გი­ა­ლუ­რი დაყლე­ვე­ბა გჭირთ და სი­მარ­თლის თქმა გი­ტყდე­ბათ…

(აქაც რომ არ და­იბ­ნეთ, ვი­ტყვი, რომ ჩემ კომ­ფორ­ტუ­ლად გა­სუ­სულ კო­ლე­გებს ვგუ­ლის­ხმობ და არა კონ­კურ­სან­ტებს). ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად გოიმ პრო­დი­უ­სერ­ზე სა­ზა­რე­ლი არა­ფე­რია. ეგ კრი­მი­ნა­ლია ჩემ­თვის. მო­ა­შო­რეთ მთე­ლი ეს გო­იმ­ფარ­თი და იქ­ნებ გვეშ­ვე­ლოს ოდეს­მე”.

უარყოფითად შეაფასა პროექტი, თამარ ივერმაც:

“მოსყიდვა-გაყალბებებს რომ თავი დავანებოთ, უპირველესად იმიტომ არიან სამარცხვინონი რომ ადამიანურად შეურაცყვეს ბავშვები, რადგან მხოლოდ ერთ მომღერალს დაუდგეს სიმღერაში შოუ შესაბამისი რეჟისურით,ჩაცმულობით, განათებებით საცეკვაო ანსამბლით, რეკვიზიტით და ერთი სიტყვით, თეატრალიზებული წარმოდგენით. ანუ გამოდის რომ მხოლოდ იმ ერთზე იზრუნეთ, ვისი გაყვანაც წინასწარ გქონდათ დაგეგმილი❗️❗️❗️

დანარჩენი ნიჭიერი ბავშვები კი ცარიელ სცენაზე მხოლოდ მიკროფონის ამარა დატოვეთ, რათა მის ფონზე უფერულები და მაყურებლის თვალისთვის უინტერესონი გამოჩენილიყვნენ. ამას ხომ ბავშვიც მიხვდება? ეს იყო მორალური შეურაცყოფა დანარჩენი ბავშვების!!! მათ აწყენდათ მათი სიმღერების გამდიდრება შოუს ელემენტებით,ცეკვა-განათებებით,ხელოვნური წვიმებით,თოვლებით,გრიმებით და სანახაობრივი გარემოთი?
ამიერიდან, ხალხის და მონაწილეების მოთხოვნით, ასევე ეცნობოს პროექტის ავტორ საიმონ კოუელს ეს სამარცხვინო ამბავი და 1არხს უნდა ჩამოერთვას ამ პროექტის ჩატარების უფლება.”

ცეს­კო-ს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

– და­ვი­ვი­წყეთ ხე­ლოვ­ნუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტი. “ვო­ი­სის“ კონ­კურ­სზე გა­ი­მარ­ჯვა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე ირუ ხე­ჩა­ნო­ვი წა­რად­გენს. გეს­მით ხე­ჩა­ნო­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს! აბა წა­ვი­და, დას­ცხეთ…”.

 

კონ­კურ­სამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე კი ხე­ჩა­ნო­ვი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, რის გა­მოც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ფი­ნა­ლის წინ გავ­რცელ­და, ხე­ჩა­ნოვ­მა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად იდგა რინგზე, არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნოც მო­იხ­სე­ნია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მომ­ხდა­რი ახ­სნა…

ვი­დე­ო­ში ხე­ჩა­ნო­ვი ამ­ბობს:

– 2016 წლი­დან კონ­კურ­სის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია. მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ და “ვო­ის­ში” მოს­ვლი­სას, მინ­დო­და ოთხი­ვე მენ­ტო­რი შე­მო­მეტ­რი­ა­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ მხო­ლოდ სამი შე­მოტ­რი­ალ­და. ვფიქ­რობ, რომ დათო ფორჩხი­ძე­სა და მე ერ­თნა­ი­რად გვაქვს მიზ­ნე­ბი და­სა­ხუ­ლი. მე ამ პრო­ექ­ტში მო­ვე­დი მო­სა­გე­ბად.

ვფიქ­რობ, რომ ანი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი კონ­კუ­რენ­ტი იყო რინ­გის დროს. რაც შე­ე­ხე­ბა და­თოს არ­ჩე­ვანს, რო­გორც თვი­თონ იძახ­და, გა­უ­ჭირ­და, არ უნდა გა­ჭირ­ვე­ბო­და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

საკ­მა­ოდ გა­მომ­წვე­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ, არ ვარ მო­რი­დე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ და მგო­ნია, ისეთს აღ­ქმიქ­ვა­მენ, რო­გო­რიც ვარ. “ვო­ის­ში” მო­ვე­დი რო­გორც სა­ხე­ლი ირუ, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი პერ­ფორ­მე­რი.

სულ მე­უბ­ნე­ბი­ან მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, წელს დაგ­ვით­მე, შენ ხომ უკვე ერთხელ მო­ი­გე “ევ­რო­ვი­ზია“. მე „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ წინ ვარ სხვა კონ­კურ­სან­ტებ­თან შე­და­რე­ბით. დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი და მა­ხა­რებს ეს მო­მენ­ტი. კი მინ­და, რომ გა­მოს­ცა­დონ სხვა მომ­ღერ­ლებ­მა, რა არის “ევ­რო­ვი­ზია”, მაგ­რამ წელს არა.

 

 

ვი­დე­ო­ზე უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბის შემ­დეგ, ხე­ჩა­ნოვს ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია.

– მა­ყუ­რებ­ლის აზრს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ და უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ, ამი­ტომ გულ­წრფე­ლად მინ­და ავ­ხსნა ჩემი ნა­აზ­რე­ვი. მეს­მის, ხან­გრძლი­ვო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა­ფე­რი, რაც ვი­სა­უბ­რე ვერ ჩაჯ­დე­ბო­და ინ­ტერ­ვი­უ­ში, ამი­ტომ, მინ­და ვრცლად დავ­წე­რო თუ რა იგუ­ლის­ხმე­ბო­და ჩემს ნათ­ქვამ­ში.

მე და ანი ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში და რინ­გის რთუ­ლი ეტა­პი, სწო­რედ ანის კარ­გმა ხა­სი­ათ­მა, კომ­ფორ­ტუ­ლო­ბამ და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გა­მი­მარ­ტი­ვა. ის და­ძა­ბუ­ლო­ბა, რაც მსგავს კონ­კურ­სებს ახ­ლავს, ჩვენს შო­რის სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და და მო­უთ­მენ­ლად ველი ანის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას, რომ ერ­თად უამ­რა­ვი კარ­გი მო­გო­ნე­ბა და­ვაგ­რო­ვოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს კო­მენ­ტარს და­თოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­სა­უბ­რე იმა­ზე თუ რა­ტომ გა­უ­ად­ვილ­და ჩემი აზ­რით, და­თოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ვფიქ­რობ, იმი­ტომ გა­და­მიყ­ვა­ნა შემ­დეგ ტურ­ში, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, ეს მო­მენ­ტე­ბი სი­უ­ჟეტ­ში არ მოხ­ვდა და ასე და­მო­უ­კი­დებ­ლად ნამ­დვი­ლად ცუ­დად გა­მოჩ­ნდა, რის­თვი­საც ბო­დი­ში, პირ­ველ რიგ­ში, ანის.

არ­ცერ­თი პრო­ცენ­ტი­თაც არ ვთვლი, რომ ანი ჩემ­ზე სუს­ტი მო­ნა­წი­ლე იყო. და­მერ­წმუ­ნეთ, ნე­ბის­მი­ე­რი კონ­კურ­სი ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლია ჩვენ­თვის, კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის. თხოვ­ნა მაქვს ყვე­ლას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან: ისი­ა­მოვ­ნეთ კარ­გი პერ­ფორ­მან­სე­ბით, კარ­გი შო­უ­ე­ბით, რო­მელ­საც ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე დებს თქვენ­თვის, მა­ყუ­რებ­ლის­თვის. დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, მთე­ლი გუ­ლით მინ­და ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბით გა­მოს­ვლა ჩვენ ყვე­ლას ერთი რამ გვა­კავ­ში­რებს, ეს არის მუ­სი­კა…

ირუ ხე­ჩა­ნო­ვი, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, ჰყავს მშობ­ლე­ბი და და-ძმა…

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2023 წლის ევ­რო­ვი­ზია, უკ­რა­ი­ნა­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, რად­გან გა­სულ წელს კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სწო­რედ უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯგუ­ფი გახ­და. სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ევრო­ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი BBC იქ­ნე­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რეც, რათა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ქვეყ­ნის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბიც იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. უკ­რა­ი­ნა, რო­გორც 2022 წლის ევ­რო­ვი­ზი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, დიდ ხუ­თე­ულ­თან ერ­თად ფი­ნალ­ში, ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი ტუ­რის გა­რე­შე მოხ­ვდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ თო­თხმეტ­ჯერ მო­ნა­წი­ლე­ობ­და და უკვე ექ­ვსი წე­ლია, რაც ქვე­ყა­ნა კონ­კურ­სის ფი­ნალს მიღ­მა რჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გად კვლავ მე-9 ად­გი­ლი რჩე­ბა, რო­მე­ლიც 2010 წელს სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, 2011-ში კი ჯგუფ­მა Eldrine და­ი­კა­ვეს.

წყარო – ამბები

თეგები: ირუ ხეჩანოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved