ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.
ნიკა მელია:
–ფორმალურად ისევ თავმჯდომარედ ვითვლები. ყრილობაზე დაამტკიცებენ არჩეულ თავმჯდომარეს. მე როგორ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, რამდენიმე საათში მოვაწერ ხელს, რომ ყრილობის ჩატარება შევძლოთ, მცირე ფორმატში, რამდენადაც ვიცი.
რომ არ მოვუწერო, ვერ ჩაატარებენ და ამიტომ ამას არ ვაპირებ.
ინგა გრიგოლია:
–ხომ არ გაიფიქრეთ გულში, რომ არ მოვიწერო ხელი და გაიწელება, საინტერესო იქნება პროცესებიო?
ნიკა მელია:
–ერთი წამითაც არ ვგრძნობ თავს დამარცხებულად, პირიქითაც, ჩემთვის არაფერი იცვლება და თუკი რაიმე იცვლება, მხოლოდ უკეთესობისკენ. ჩემთვის თავმჯდომარეობა პოლიტიკურ აქტივობაში არ არის მნიშვნელოვანი.
კომენტარები