ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ჩიმილიარკოს ქუჩაზე მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიიდან თმის ფენის და მტვერსასრუტის მოპარვას ცდილობდა. საბოლოო ჯამში ნივთების ღირებულება 1500 ევრომდე მერყეობს.
მამაკაცი მაშინ დააკავეს, როცა მაღაზიის დატოვებას აპირებდა.
33 წლის ქართველს კაცს სასამართლოს წინაშე წარსდგომა მოუწევს.
კომენტარები