“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა:
“როცა პოლიტიკის მთავარი მიზანი არის ბიზნესის დაცვა, იქ საყოველთაო კეთილდღეობა არ დგება. ამიტომ იყო ყველა ხელისუფლება ჩვენი დაუძინებელი მტერი. ოლიგარქმა ივანიშვილმა კულმინაციაზე აიყვანა ეს მტრობა. გუშინ მოთქვამდა ყველა ბიძინისტური არხი რომ ბიძინა დაასანქცირეს.
ვაღიაროთ, რომ ფაქტობრივად, ის არის დასანქცირებული და თავის მილიარდებს ვეღარ მართავს. მოდი, ისიც ვაღიაროთ რომ ეს გაუკეთა “ლეიბორისტულმა პარტიამ” 10 წელი ბრძოლით, იქით და აქეთ. მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ცენტრებში დაახლოებით 10 ტომი მასალა გვაქვს გაგზავნილი და ამან მისი დასანქცირება გამოიწვია. უახლოეს ხანში ეს ოფიციალურად იქნება დადასტურებული და მისი საქმე დამთავრდება.
მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაზე მსხვილი, ყველაზე კლასიკური და ერთადერთი, შეიძლება ითქვას რომ “ლეიბორისტული პარტიაა.” დანარჩენების მიმართ, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ინტერესს ჯგუფებია, რომელთა უმთავრესი მიზანი მათი ბიზნესის დაცვააა.”
კომენტარები