• რეკლამა
  • კონტაქტი
03:43, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაზე მეტად თუ რამეზე მწყდება გული, ესაა” – ეკა ხერხეულიძე

ალია ავტორი - ალია
14:01 01-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,698
პოლიტიკოსი, დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე:
“ყველაზე მეტად თუ რამეზე მწყდება გული, ეს ადამიანების დაუფასებელი ღვაწლია.
რამდენი მართალი ბრძოლის ისტორიას ინახავს ჩვენი ქვეყანა. ჩუმს, უხმაუროს, მაგრამ საბედისწეროს.. ვინ იცის,რამდენი პატრიოტის სიცოცხლე შეუწირავს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, თუმცა,ეს მხოლოდ თანამედროვეთა მეხსიერებაში დარჩენილა.მტერი გვყავდა ასეთი ვერაგი, ნამდვილ ისტორიას მუდმივად ანადგურებდა, მოგონებებს ცოცხალ ადამიანებშიც წვავდა, მისაბაძს და სამაგალითოს არავის და არაფერს ტოვებდა.
შეხედავთ ამ ფოტოს და იტყვით – ვინ არის ეს ქალბატონი?
უსახელო გმირია, ბატონებო…
იმ ცივ, შიშით და უიმედობით გაქვავებულ დროებაში, როცა ტყვია კეფასთან ძალიან ახლოს დაგყვებოდა, ორი ლამაზი გოგო Maiko Kereselidze და ნანა ზუმბირიძე სინდისის ჯარისკაცები იყვნენ. საიდღანღაც გაჩნდნენ და თავგზააბნეული ხალხის მორალურ მაგალითებად იქცნენ. დადიოდნენ ყველგან, აორგანიზებდნენ საბრძოლო აქტივობებს, გადამწვარ თბილისში საკუთარი სახლები აქციეს თავშესაფრებად.
მოგეხსენებათ, მაშინ არც კომუნიკაციები არსებობდა და შესაბამისად, არც ვიზუალურად ვცნობდით ერთმანეთს, ერთი საქმის მსახურები.
ეს ის დროა, კედელ-კედელ რომ დადიოდა ხალხი ქუჩაში. ისინი არა, ვისაც ავტომატი ჰქონდა გადაკიდებული, მათ ვგულისხმობ, ვისშიც სამიზნეს ხედავდნენ ავტომატიანი პირუტყვები.
მთავარი ამოცანა იყო დასავლეთს გაეგო რა ხდებოდა უსამართლობით დაჩაგრულ ქვეყანაში. ახლა ძალიან მარტივია სიტყვის თქმაც და გავრცელებაც. მაშინ ოქროს ფასი ჰქონდა სიტყვის თქმასაც და გამავრცელებელ ტექნიკურ აღჭურვილობასაც. ასეთი ფიზიკურად არ არსებობდა.
თუ არა ზურა შანიძე, რომლის ერთი მოჭუტული თვალითაა გადაღებული ყველა ის სიმხეცე, რასაც შეიარაღებული ბანდები სჩადიოდნენ,დღევანდელობამდე ვერცერთი ფაქტი ვერ მოაღწევდა. მე ხალხის უტიფრობას რომ ვუყურებ, იმასაც ვერ დავამტკიცებდით, რომ კალაშნიკოვებით დამხობილ ხელისუფლებას ზღვა ხალხი ეურჩებოდა, რომელთაც დევნიდნენ, აპატიმრებდნენ, ხვრეტდნენ, მაგრამ არ ეგუებოდნენ.
აბა, დაფიქრდით, როგორია მიტინგების დახვრეტის გადაღება? თავად ბრძოლის ველზე დგახარ, ხალხი უმისამართოდ გარბის,დაჭრილი შველას ითხოვს, სასოწარკვეთილი ბღავილი ყურებს გიყრუებს, მაგრამ საკუთარი თავის გადარჩენის უფლება არ გაქვს, ეს სინამდვილე არ უნდა დაიკარგოს, მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია შეუნახო ქვეყანას ისტორია და შენთან ერთად იმ ქალებს, ვინც მკერდით ფარავენ ობიექტივის სამიზნეს და მუდმივად ჩაგძახიან-სად იყურები, ზურიკო, ეს გადაიღე-ბავშვი მოკლეს, ავტომატიანები ხალხს მიათრევენ, გადაიღე, გადაიღე, გადაიღე…?
რამდენი ასეთი კადრი მინახავს, მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ამ ორ ცხოვრებაზე შეყვარებულ, გამოპრანჭულ ქალს ეს შეეძლოთ❤️
ამ სისხლიანი მასალის მოპოვების შემდეგ, მერე გავრცელება…
რანაირად?
სად იყო კასეტა ” ?
ფეხით უნდა გევლო ერთი უბნიდან მეორე უბანში, ამბად თუ გაიგებდი ვინმე არა პუჩისტს ჰქონდა “პრისტავკა”, მუხლებში უნდა ჩავარდნოდი გავრცელებაში დაგხმარებოდა.
მატერიალური სიდუხჭირე, არაადამიანური შიში, ტერორი და ცალკე მდგომი სინდისი-ან ეგუები, ან იბრძვი! მესამე არ არსებობს..
ამ ბრძოლაში ჩემთვის უძვირფასესია ოთხი ადამიანი-ზურა შანიძე, ნანა ზუმბურიძე, ლია ბერუაშვილი და მაიკო კერესელიძე.
მაიკოს სახლში ვიმალებოდი❤️იმ სახლში ნამდვილი ეროვნული მოძრაობა იყო-იატაკქვეშეთში იბეჭდებოდა გაზეთები, ვრცელდებოდა ვიდეომასალა, ჩერდებოდნენ უცხოელი ჟურნალისტები, გროვდებოდა ფული დევნილ პრეზიდენტთან გასამგზავრებლად და ბრძოლის გასაგრძელებლად. საკვები არასდროს არ იყო. მაწვნის ქილები გვქონდა ბევრი ? ეგ იყო ჩვენი
ავლადიდება.. გაიხედავდი, თავად თავშესაფარში მოქცეულს გვერდით ახალი მებრძოლი გემატებოდა, ყველას ასე აგროვებდა და სახლში ასულიერებდა. დევნილ დეპუტატებს ამხნევებდა, მერე სამგზავრო ბილეთებს აჩეჩებდა ხელში და გროზნოში ამგზავრებდა. ბევრი შიშისგან მცხეთის სადგურში გზადაგზა ეკარგებოდა:) მაგრამ ჯიუტად იბრძოდა.
ჩემზე, ისევე,როგორც ბევრზე, დიდი ამაგი აქვს მაიკოს❤️ ცხადია,ვერაფრით ვუფასებთ და მხოლოდ გულში ვიკრავ ყოველჯერზე მაშინ, როცა ისევ ქვეყანას სჭირდება მისი თანადგომა და სოლიდარობის ხმა ისევ აქციებზე გვეძახის ქუჩაში, მაგრამ ვისაც მისი დიდი ბრძოლა გვინახავს, ეს მაინც შეგვიძლია, მოვულოცოთ დაბადების დღე❤️ დიდხანს იყავი, ჩემო მაიკო, დიდი საქმის უხმაურო მოამაგე❤️“
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
თეგები: ეკა ხერხეულიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved