• რეკლამა
  • კონტაქტი
09:19, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსებს და არაბებს საქართველოში ტურისტული ბიზნესი „ხელში აქვთ ჩაგდებული“ – კომპანიები

ალია ავტორი - ალია
16:45 01-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,458

ტურიზმის აღდგენამ დღის წესრიგში დააბრუნა სექტორში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, მათ შორის, ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად გამოჩნდნენ უცხოელები, რომლებიც ტურისტულ ბიზნესს საქართველოში აწარმოებენ. როგორც კერძო სექტორში განმარტავენ, უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული ბიზნესი ჩრდილოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პირები გადასახადებს არ იხდიან.

ტურისტული კომპანია BB Travel-ის ხელმძღვანელი BM.GE-სთან განმარტავს, რომ ტურისტულ ბაზარზე უცხოელები განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მომრავლდნენ. „ძირითადად საუბარია რუსებზე“ – ამბობს ალექსანდრე გიორგიძე.

„უმეტესობა არიან ე.წ ფრილანსერები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით ახორციელებენ ტურებს, უმეტესობა შეიძლება დარეგისტრირებული არ იყოს მცირე, ინდივიდუალურ მეწარმედაც კი. განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ბევრი კომპანია გადმობაზირდა საქართველოში და აქედან დაიწყო ოპერირება. ტურიზმი ისეთი სფეროა, რომ შეგიძლია დისტანციურად დაგეგმო და გაყიდო ტური მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ტურიზმში, ისინი უნდა იყვნენ დარეგისტრირებული იურიდიულ ან ინდივიდუალურ მეწარმედ.

ეს არის პრობლემა, მაგრამ ამას ისე არ უნდა შევხედოთ, რომ უნდა ავკრძალოთ. თავისუფალი ბაზრის კარგი მხარეა ის, რომ კონკურენციაა და ჩვენც ვიზრდებით, მაგრამ მეორე მხრივ ეს უნდა იყოს ზღვრების ფარგლებში. უცხოური კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სერვისს , როცა ნამყოფიც არ არის საქართველოში.

პრობლემა იმდენად გამძაფრდა, რომ ამ ადამიანებმა დაიწყეს არამარტო მომსახურება თავიანთი ქვეყნებიდან ჩამოსულებისთვის, არამედ მათ ასევე დაიწყეს გამყვანი ტურების კეთება. აქ ძირითადად საუბარია რუსებზე.

ვფიქრობ, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ეს პრობლემა რეალურად დგას. ტურიზმის კანონი ამას მხოლოდ იურიდიულ ჩარჩოში მოაქცევს, მაგრამ თვისობრივად ვთვლი, რომ ეს პრობლემა არ გადაიჭრება ასე მარტივად“,-აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე.

ტურიზმის სექტორში უცხოელების გამოჩენა პრობლემას უქმნის სარესტორნო სერვისის მიმწოდებლებსაც. როგორც “ღვინის ეზო N1”-ის დამფუძნებელი თიკა დუღაშვილი ამბობს, ტურისტული სერვისი სრულად ჩაგდებული აქვთ ხელში უცხოელებს და ბაზარზე ქართველების ადგილი აღარ რჩება.

„მე წარმოვადგენ სერვისს და არ უნდა იყოს პრობლემა, რომელი კომპანია დამიჯავშნის, ქართული თუ უცხოური, მაგრამ მეორე მხრივ ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იციან სად მოდიან, რა მომსახურება დახვდებათ, არ იცნობენ ქვეყანას, ნამყოფი არ არიან და ასეთი ადამიანები მიკვეთავენ ტურს. შემდეგ ისე ხდება, რომ აუქმებენ მოულოდნელად ვიზიტს, არასტაბილურები არიან და არამდგრადები. რასაკვირველია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მყავდეს სერიოზული პარტნიორი, ქართველი შუამავალი, მათ შორის რომელთანაც ყველაფერი მექნება გაწერილი, რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ჩემს ობიექტს ეწვევა სტუმარი.

მე, როგორც მოქალაქე ამას ძალიან განვიცდი. ამას ემატება ისიც, რომ საერთოდ ხელში აქვთ ჩაგდებული უცხოელებს ეს მომსახურება, თვითონ გეგმავენ ტურებს. ესენი არ არიან მხოლოდ რუსები, ესენი არიან არაბები, პოლონელები. გაუგებარია, ვინ ატარებს ტურს, რა კომპანიაა, არ იხდიან გადასახადებს, ხარისხი არ აინტერესებთ…

ეს პრობლემა არ არის ახალი. სრულიად დაიპყრეს ბაზარი უცხოურმა კომპანიებმა, მე ვფიქრობ, ქართველების ადგილი აღარ დარჩება ამ სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც შევცვალოთ და კანონმა დაარეგულიროს ეს საკითხი“,-აცხადებს თიკა დუღაშვილი.

უცხოელების მიერ საქართველოში ტურისტული ბიზნესის წარმოება პრობლემას უქმნის გიდებსაც. ამის შესახებ bm.ge-სთან რამდენიმე თვის წინ საქართველოს გიდების ასოციაციის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ისაუბრა.

„ძალიან ბევრი საქართველოს არამოქალაქე ჩამოდის საქართველოში და იწყებს ტურისტულ საქმიანობას. ეს ძალიან დიდი დაბრკოლებას უქმნის გიდებს. ისინი რეალურად ართმევენ მათ პოტენციურ სამსახურს. ამის ერთ-ერთი გამოსწორების მექანიზმი იქნება ახალი კანონი ტურიზმის შესახებ. როდესაც შენ არ გექნება კვალიფიკაცია, არ გექნება შესაძლებლობა მიაწოდო მომხმარებელს ის სერვისი, მაგალითად როგორიც არის კონკრეტულ ობიექტზე ტურის ჩატარება, ეს მამოტივირებელი იქნება ტურისტისთვის, რომ აიყვანოს მხოლოდ სერთიფიცირებული გიდი“,-აცხადებს ირინა ივანიძე.

„ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ტურისტული საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო იქნება. რეგისტრაციის ვალდებულება შეეხება როგორც ტუროპერატორებს, ისე ტურაგენტებს, კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების მონაწილეებს, განთავსების, დროის განაწილების, ტურისტული გიდის და მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობების განმახორციელებელ სუბიექტებს. კანონპროექტის არსებული ვერსია ბაზარზე უცხოელებისთვის ტურისტული საქმიანობის შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

წყარო –  bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved