• რეკლამა
  • კონტაქტი
20:34, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“55 ათასი კურსდამთავრებულის 80% უმუშევარია, ან ქვეყნიდან გაედინება” – შოთა ბურჯანაძე

ალია ავტორი - ალია
15:27 01-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208

„საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ, მედიაცენტრ „მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა.

 

„დღეს ქვეყანაში არსებობს 55 ათასი კურსდამთავრებული, მათი 80% კი უმუშევარია მომავალში, ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შედენო” პროფესიულ სასწავლებელში.

მათ უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პროფესიული სწავლების შემთხვევაში თავი ირჩინონ, მომავალი უზრუნველყონ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროფესიული სასწავლებლების აღჭურვა მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით, ამ კურსის დასრულების შემდეგ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დასაქმდეს და ირჩინოს თავი.

ჩვენ გვაქვს ისეთი პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ათობით სპეციალისტს ამზადებენ, მაგრამ მოთხოვნაა გარკვეულ მიმართულებებზე, ეს არის ტურიზმი, მშენებლობა, მედიცინა. დღეს უჭირს სამშენებლო ბიზნესს, უჭირს მედიცინას, სადაც არც სანიტარია და არც ექთანი, ეს კადრებია დღეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი.

გარკვეული სფეროებისთვის 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი შეიცვალა. მაგალითად, სპეციფიკურ სფეროებად ითვლება დისტრიბუცია, ტურისტული სფერო, რესტორნები, სასტუმრო. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება კვირის განმავლობაში 40 საათი იმუშაოს და შეასრულოს ვალდებულება. ამასთან, უარი თქვას დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე ან მეორე ვარიანტში, შეასრულოს 40 საათი, დამატებით იმუშაოს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. ამ კუთხით მინიმალური ხელფასი არ არის განსაზღვრული. ეს ბიზნესისთვის არის დამატებითი კადრების მოძიების აუცილებლობა, მეორე დამატებითი გასავალი. ეს ორი ფაქტორი ბიზნესისთვის გამოწვევაა. დღეს ძალიან რთულია ახალი კადრების მოძიება. ეს არის გამოწვევა, რომელიც შეიძლება გარკვეული ბიზნესისთვის გადაულახავი აღმოჩნდეს. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ძალიან დიდი პროცენტია იმ ბიზნეს სფეროსი, რომელიც ამ პრობლემას ვერ გადალახავს და პრობლემა შეექმნება”

თეგები: შოთა ბურჯანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved