• რეკლამა
  • კონტაქტი
14:00, ოთხშაბათი, 20 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაიმე აქტივობა გვახსენება პარლამენტში? მე ვუშლი ხელს?”- მელია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებზე

ალია ავტორი - ალია
03:28 01-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ტელეკომპანია “ფორმულასთან” პასუხობს ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის კითხვებს.

ნიკა მელია:

-მე ვიყავი პარლამენტის წევრი, გარკვეული დროის განმავლობაში და არ არსებობდა, ჩემი საპარლამენტო სხდომის დარბაზში შესვლა და იქ არ ყოფილიყო გავარვარებული პოლიტიკური საპარლამენტო პროცესი, მსგავს რამეს ხედავთ ახლა თქვენ იქ? იქ არა ჰყავთ კობახიძე, მდინარაძე? ბატონები, რომლებიც თქვენ ეთერებშიც დადიან, საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის დახსნაზე, თუმცა, არანაირ გეგმას არ წარმოადგენენ დღემდე, საუბრობენ უკმაყოფილობაზე, რომელიც რა არის და რას შეიცავს არავინ იცის და ამავე დროს, არიან მოქმედი პარტიის თანამდებობის პირები და მოქმედი პარლამენტის წევრები? რაიმე აქტივობა გვახსენება პარლამენტში? მე ვუშლი ხელს? მე არ ვავალებ?

გიორგი თარგამაძე:

-არიან ცალკეული დეპუტატები, დაწყებული ანი წითლიძით…

ნიკა მელია:

-ეგ გამონაკლისია

გიორგი თარგამაძე:

-და გაგრძელებული ლევან ხაბეიშვილით, არიან დეპუტატები, რომლებიც პოლტიკურ განცხადებებს აკეთებენ…

ნიკა მელია:

-4-5 დეპუტატის გარდა…

გიორგი თარგამაძე:

-თუმცა, თუ თქვენ უკმაყოფილო იყავით, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო წარმომადგენლობით, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, კატეგორიულად რატომ არ დააყენეთ საკითხი ან იმ ჯგუფის გააქტიურების, თქვენ ხართ მათი ლიდერი, ან საერთოდ პარლამენტის დატოვების.

ნიკა მელია:

-სანამ 9 ნოემბერს გაკეთდებოდა ის განცხადება, ოქტომბრის თვიდან პარტიის ცენტრალურ ოფისში ვსაუბრობდით დეტალურად ყველა საკითხთან დაკავშირებით, ძირითადად მიხეილ სააკაშვილის კარსმომდგარ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით და ვცდილობდით მიგვეღო გადაწყვეტილება, როგორ უნდა წარემართა პარტიას საქმიანობა. ყველა აქტიური წევრი უნდა ჩაგვერთო, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნებოდა მძიმე, ყოფილიყო მიღებული ბევრი ადამიანის ჩართულობით. შიგნით ერთხელაც არ დასმულა საკითხი, რომ ჩვენ ახლა უნდა გამოვიდეთ, დავდგეთ და მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები პარტიის შიგნით.

ნიკა მელიას ინტერვიუს მსვლელობისას, რამდენჯერმე იმეორებს, რომ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციაში რამდენიმე დეპუტატის გარდა აქტიურობას ვერ ხედავს.

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

13:52 05-20-2026
არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს
ახალი ამბები

არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

08:00 05-20-2026
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
ახალი ამბები

თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს

19:43 05-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved