• რეკლამა
  • კონტაქტი
18:24, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინის უსაფრთხოებას არა ნატო-ს წევრობა, არამედ ძლიერი არმია უზრუნველყოფს – „ვაშინგტონ პოსტი“

ალია ავტორი - ალია
13:30 01-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინის უსაფრთხოებას სამომავალოდ არა შეთანხმებები, არამედ ძლიერი არმია უზრუნველყოფს, ხოლო ყირიმის დაბრუნების საკითხი შეიძლება გადაიდოს.

როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, აშშ სულ უფრო მეტად იხრება იმ მოსაზრებისკენ, რომ სამომავლოდ უკრაინის უსაფრთხოებას არა მისი ნატო-ში გაწევრიანება ან მოკავშირეებთან შეთანხმების გაფორმება, არამედ ძლიერი არმია და რუსეთის შეკავების შესაძლებლობა უზრუნველყოფს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენისა და სხვა მაღალჩინოსნების საუბრებზე დაყრდნობით წერს, როლებიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე მუშაობენ.

„უსაფრთხოებას დაიცავს მძლავრი შეიარაღება, განსაკუთრებით, ჯავშანტექნიკა და ანტისაჰაერო თავდაცვა, ძლიერ, არაკორუმპირებულ ეკონომიკასთან და ევროკავშირის წევრობასთან ერთად“, – წერს „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი დევიდ იგნატიუსი.

იგნატიუსი ასევე საუბრობს ყირიმზე და აცხადებს, რომ ვაშინგტონსა და კიევში მიიჩნევენ, რომ ყირიმის ძალის გამოყენებით დაბრუნება ვერ მოხერხდება.

„მასშტაბური კამპანია ყირიმის ნახევარკუნძულის დასაკავებლად რომ არარეალისტურია, მიიჩნევს ბევრი ოფიციალური პირი აშშ-სა და უკრაინაში ნაწილობრივ პუტინის მინიშნების გამო, რომ ყირიმი შეიძლება იქცეს ბირთვული ესკლაციიის ჩახმახად“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

გამოცემის ცნობით, უახლოეს პერსპექტივაში მნიშვნელოვანია, რომ ყირიმი აღარ იყოს ბაზა უკრაინაზე თავდასხმებისთვის.

„ერთ-ერთი ფორმულა, რომელიც ჩემთვის საინტერესოა – ეს არის ყირიმის დემილიტარიზებული სტატუსი და პოლიტიკური კონტროლის საკითხის გადადება. უკრაინელი ოფიციალური პირები შარშან მეუბნებობდნენ, რომ ასეთ შესაძლებლობას აშშ-ის ადმინისტრაციასთან განიხილავდნენ“, – წერს „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი.

ფოტოზე: ჟურნალისტი დევიდ იგნატიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved