• რეკლამა
  • კონტაქტი
06:41, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ არ დაიცავით ეს სააკაშვილი, თქვენთვის ესოდენ ძვირფასი?” – გრიგოლია ხაბეიშვილს

ალია ავტორი - ალია
00:46 01-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,753

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვების პასუხად, იხსენებს 2016 წელს, როცა რამდენიმე თვით დატოვა ნაციონალური მოძრაობა და ამბობს, რომ, ასე გიგა ბოკერიას გამო მოიქცა და ბოკერიას წასვლისთანავე დაბრუნდა უკან პარტიაში.

ინგა გრიგოლია:

-თუ ბოკერია ართმევდა პარტიას, რა შუაში იყო პარტია, რომელსაც თქვენ მაშინ უწოდებდით სიკვდილს? თქვენ მაშინ უწოდებდით ნაციონალურ მოძრაობას სიკვდილს, სიკვდილს სიღარიბე ჯობდაო… ზუსტად ისე, როგორც აი, ქართული ოცნება ამბობდა… რატომ არ დარჩით მაშინ და რატომ არ დაიცავით ეს სააკაშვილი, თქვენთვის ესოდენ ძვირფასი, ბოკერიასგან?

ლევან ხაბეიშვილი:

-9 წლის წინანდელ თემებზე ვსაუბრობთ… ხომ შეიძლება მომავალზე ვილაპარაკოთ? მე მაინტერესებს მომავალი. 2008 წლიდან ვარ ნაციონალური მოძრაობაში.

ინგა გრიგოლია:

-სიკვდილს უწოდებდით, ადამიანო.

ლევან ხაბეიშვილი:

-ეს დაკავშირებული იყო იმ პარტიასთან, რომელშიც გიგა ბოკერიამ წაართვა ნაციონალურ მოძრაობას 21 კანდიდატი.

ინგა გრიგოლია:

-დარჩენილიყავით და დაგეცვათ ეს მიშა სააკაშვილი ამ ბოკერიასგან და ჩერგოლეიშვილისგან, სიკვდილს რაღაზე უწოდებდით.

ლევან ხაბეიშვილი:

-მე რანაირად უნდა დაემცვა, 27-დან 21 კაცი წავიდა… კითხვას მისვამთ და მერე არ მაპასუხებინებთ.

ინგა გრიგოლია:

-იცით რა, მე ვარ გაოგნებული თქვენი დღევანდელი ურთიერთობით, მე მიყვარს ხოლმე ჩემი რესპოდენტი როცა არის ლევან ხაბეიშვილი. რატომ ხართ თავდასხმის რეჟიმში?

ლევან ხაბეიშვილი:

-არა, მინდა რომ გიპასუხოთ…

ინგა გრიგოლია:

-ლევან, კრიტიკული კითხვები არ დაგისვათ?

ლევან ხაბეიშვილი:

-როგორ გეკადრებათ, გითხარით, რომ კითხვები არ უნდა დამისვათ?

ინგა გრიგოლია:

-ღმერთო ჩემო.

ლევან ხაბეიშვილი:

-წინა ეთერშიც ასე მოხდა და ახლაც იგივე მოხდა, დედას გეფიცებით…

ინგა გრიგოლია:

-ხომ გითხარით, ბოკერია მიყვარს-თქო და ბოკერიას ვიცავ…

ლევან ხაბეიშვილი:

-უბრალოდ, მინდა რომ პასუხები გაგცეთ…

ინგა გრიგოლია:

-ლევან, მოდი ჩვენ ურთიერთობას ვცეთ პატივი…

ლევან ხაბეიშვილი:

-წინაზეც ასე იყო…

ინგა გრიგოლია:

-თქვენ არ მოგისმენიათ ჩემი ეთერი ნიკა მელიასთან? დავით კეზერაშვილზე გაკეთებული სამი ურთიერთგამომრიცხავი განცხადების გამო? არ მოგისმენიათ?

ლევან ხაბეიშვილი:

-როგორ არა, მომისმენია…

თეგები: ინგა გრიგოლიალევან ხაბეიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved