წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას განცხადებით, პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებას იწყებენ.
პროგრამაში ჩართვისთვის, პირველკლასელის მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება;
- პირველკლასელის დაბადების მოწმობა;
- ცნობა სკოლიდან, პირველ კლასში სწავლის თაობაზე.
“ეს გახლავთ საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო და პირველები ვართ ამ ამბავში”, – თქვა ხარჩილავამ.
ბავშვებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ კვების ობიექტებსა და მარკეტებში, პროდუქტის შესაძენად. კვების საშუალო დღიური თანხა შეადგენს 4 ლარს.
კომენტარები