• რეკლამა
  • კონტაქტი
00:11, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სიკვდილის შიშით არ აზეიმებენ ხალხს სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვას!”

ალია ავტორი - ალია
21:03 04-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

,,2008 წლის აღდგომას – წმინდა ცეცხლის გადმოსვლას, იერუსალიმის უფლის აღდგომის ტაძარში, მართლმადიდებლებისთვის- ანასტასის ტაძარში შევხვდი. გოლგოთაზე ვიდექი და სასწაულს, სიციცხლის გაგრძელებას, უშრეტ სიყვარულს ველოდი.
ცეცხლი 13-00-სასთიდა 14-00 საათის შუალედში გადმოდის ხოლმე. იმ წელს იგვიანებდა. ხალხი შფოთავდა, ნერვიულობდა, ხმაურობდა…. უეცრად სიჩუმე ჩამოწვა… არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა გაირინდა.
ქემოდან, სადაც კუვუკლიაა ანუ ქრისტეს საფლავი, ვიღაცამ ქართულად დასჭექა……… მამაო ჩვენო!…..
თითქოს მოლაპარაკებული ვყოფილიყავით, ისე ავყევით ყველანი, იმავე ხმაზე, ისეთივე თავგამწირვით და ვედრებით!
მოვედინ სუფევა, შენი… პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩენ…. გვიხსენ ბოროტისაგან, ამინ!!!…
და ცეხლი გადმოვიდა….
მერე საინფორმაციოები აცხადებდნენ, რომ ქართველთა ლოცვაზე გადმოვიდა ცეცხლი.
ხომ არაფერი, მაგრამ შეგრძნება იყო საოცარი… თითქოს ვიხსენით კაცობრიობა, თითქოს ხმა მივაწვდინეთ და იმანაც დაგვიჯერა….
ახლაც, აღდგომა მოდის. ისევ გაივლის მაცხოვარი გზას გოლგითამდე… ვია დოლორესას! ისევ დაადგამენ თავზე ეკლიან გვირგვინს ყიჟინით – “გი­ხა­რო­დეს, იუ­დე­ველ­თა მე­ფევ!”, ისევ, უკვე მერამდენედ, გახედავს დედა თავისი შვილის ტანჯვას. ისევ დაეცემა, ისევ წამოდგება, ისევ დაცინებენ, ისევ ატკენენ, ისევ გაწირავენ და ის მაინც იგივეს იტყვის: – “მა­მაო, მი­უ­ტე­ვე, რა­მე­თუ არა იცი­ან, რასა იქ­მან!” !!!…
“მა­მაო, მი­უ­ტე­ვე, რა­მე­თუ არა იცი­ან, რასა იქ­მან!”
“მა­მაო, მი­უ­ტე­ვე, რა­მე­თუ არა იცი­ან, რასა იქ­მან!”
2020 წლის აღდგომის ღამეს, მთელ მსოფლიოში, ღმერთის სახლებს გამოკეტავენ! სიკვდილის შიშით არ აზეიმებენ ხალხს სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვას!
ჩვენ კი ვილოცებთ, ჩვენ, უძლურებაში მყოფნი სახლებში, ჯანმრთელნი ტაძრებში…. ვილოცებთ სრულიად ქრისტიანებისთვის! მთელი მართლმადიდებელი მრევლის ნაცვლად! ჩვენი სამშობლოსთვის, მათი სამშობლოსთვის! ჩვენი შვილებისთვის! მათი მომავლისთვის, კაცობრიობის გადარჩენისთვის!
და იტყვის ჩვენი პატრიარქი:
-ქრისტე აღსდგა!
და ვეტყვით ჩვენ :
-ჭეშმარიტად აღსდგა!
და იტყვის სრულიად ქართული ეკლესია:
-ქრისტე აღსდგა!
და იტყვის ღვთისმშობლის წილხვედრი მრევლი:
-ჭეშმარიტად აღსდგა!
და იტყვის ქრისტიანული სამყარო:
-ქრისტე აღსდგა!
და ეტყვის ჩვენი შთამომავლობა:
-ჭეშმარიტად აღსდგა!
ამინ!”

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved