• რეკლამა
  • კონტაქტი
21:55, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორი ურთიერთობა ჰქონდა თავდამსხმელს მეზობლებთან – საგარეჯოში მომხდარის ახალი დეტალები

ალია ავტორი - ალია
11:04 01-20-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,733

საგარეჯოში მომხდარი საზარელი დანაშაულის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ნაწილი ამბობენ, რომ 49 წლის კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ნაწილი კი ამბობს, რომ მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მათ არ იციან, თუ რა გახდა თავდასხმის მიზეზი. ამბობენ, რომ პირს იცნობდნენ, იყო საკმაოდ ჩაკეტილი, არ კონტაქტობდა მეზობლებთან და ეზოში ან მაღაზიაში თუ შეხვდებოდნენ მას შემთხვევით. ამაზე მეტი კომუნიკაცია მათ თავდამსხმელთან არ ჰქონიათ. ასევე, იციან, რომ ის იყო სამხედრო მოსამსახურე.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილს – საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ექსპერტ-კრიმინალისტები, ასევე სამართალდამცველები ადგილზე რჩებიან.

ადგილზე ერთმანეთის სიახლოვეს 3 კორპუსია განთავსებული და ირკვევა, რომ ერთ კორპუსში ცხოვრობდა როგორც თავდამსხმელი, ასევე დაშავებულები და გარდაცვლილები. ისინი ყველანი იყვნენ მეზობლები, გარდა გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომლისა, რომელიც ადგილზე დაიჭრა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მომხდართან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა მხარის გუბერნატორმაც.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახს. როგორც იცით, გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის სავარაუდო დამნაშავე და 1 პოლიციის თანამშრომელი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებით დეტალებს დაადგენს გამოძიება,” – აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი პოლიციელია.

შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved