• რეკლამა
  • კონტაქტი
16:42, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების არსებითი ნაწილის დარღვევა არ დაადგინა – იუსტიცია

ალია ავტორი - ალია
16:55 01-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
156

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” სიცოცხლის უფლების არსებითი ნაწილის დარღვევა არ დაადგინა – ასე ეხმაურება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და წერს:

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) არსებით ნაწილში.

კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, სამართალდამცველთა მიერ ძალის/იარაღის გამოყენების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაცია ჩატარდა ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში და მისი მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა იყო მოსალოდნელი. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარწმუნოა გამოძიებით დადგენილი ვერსია, რომ დაკავებისას თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცდანიშნულების რაზმის წევრის მითითებას და შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას, რა დროსაც განხორციელდა მის მიმართ გასროლა. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გააჩენდა გონივრულ ვარაუდს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა ისეთ გარემოებაში, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. შესაბამისად, არ დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი ნაწილის დარღვევა.

რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა პირველადი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტრტერორისტული ოპერაციის ნაწილში, შესაბამისად, იმავე ორგანომ მოიპოვა პირველადი მტკიცებულებები, ვინც ოპერაცია ჩაატარა.
ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივანთა არგუმენტაცია, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება იყო შეზღუდული მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის გარემოებების დადგენით და აღნიშნა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აგრეთვე დაკითხულნი იქნენ სპეცოპერაციამდე მათთვის მიცემული ინსტრუქციების თაობაზე, რაც მოწმობს, რომ პროკურატურა იკვლევდა არა მხოლოდ სპეცოპერაციის ჩატარების, არამედ მისი დაგეგმვის ეტაპებს.
სასამართლო აგრეთვე გამოეხმაურა მომჩივანთა პრეტენზიას, სპეცოპერაციის შემდგომ ხელყუმბარის გადაადგილებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რადგან ოპერაციის დროს დაიჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, აუცილებელი გახდა მისთვის პირველადი დახმარების ადგილზე აღმოჩენა, რის გამოც ოთახში არსებული ნივთების, მათ შორის ხელყუმბარის, გადაადგილება გახდა აუცილებელი (91). სასამართლოს შეფასებით, მართალია, აღნიშნულის გამო შემდგომში გამოძიებას ხელი შეეშალა ცალკეული გარემოებების დადგენაში, თუმცა სერიოზულად დაჭრილი ადამიანისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საჭიროებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა გამოძიების ადგილის ხელუხლებლად შენახვის საჭიროებასთან.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პროკურატურის ორგანოებმა მიიღეს არაერთი ზომა, რომ სრულყოფილად შეეგროვებინათ მტკიცებულებები. დაიკითხა ინციდენტში მონაწილე და მასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პირი, მათ შორის, მომჩივნები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერაციაში მონაწილე ოფიცრები, მათი ზედამხედველი პირები, ასევე, სამედიცინო პერსონალი, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა და მოპოვებული იქნა სხვა სახის მტკიცებულება, თუმცა სპეცრაზმელები ხუთი კვირის შემდეგ გამოიკითხნენ, რადგან მათი ვინაობა არ იყო საჯარო და მიმდინარეობდა შესაბამისი პროცედურები.
ევროპულმა სასამართლომ დადებითად შეაფასა წინამდებარე საქმეში მომჩივანთა მონაწილეობა გამოძიების პროცესში. კერძოდ, მომჩივნებს ჰქონდათ საშუალება, გაცნობოდნენ გამოძიების მასალას, ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით მომჩივანთა მოთხოვნები საგამოძიებო ორგანომ დააკმაყოფილა. სწორედ  მათი მოთხოვნით დაიკითხნენ დამატებით სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე და ოფიცრები. თუმცა, სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ გამოძიების დასასრულ ეტაპამდე მათ ვერ შეძლეს საქმის საიდუმლო ნაწილის გაცნობა.
გამოძიების საწყის ეტაპზე აღნიშნული ცალკეული ხარვეზების გამო, ევროპული სასამართლოს შეფასებით, დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილი.
რაც შეეხება მომჩივანთა პრეტენზიების სპეცოპერაციის მსვლელობისას მათ მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არის აშკარად დაუსაბუთებელი.
სტრასბურგის სასამართლომ, მთავრობის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, პირველ რიგში აღნიშნა, რომ კონტრტერორისტული ოპერაცია ემსახურებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებისა და მისი სახლის ჩხრეკის ლეგიტიმურ მიზანს. შესაბამისად, სასამართლომ ეჭვქვეშ არ დააყენა კონტრტერორისტული ოპერაციის გონივრულობა და აუცილებლობა. რაც შეეხება ოპერაციის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, გამომდინარე კონტრტერორისტული ოპერაციის ხასიათისა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ოპერაციით გამოწვეული სტრესი თანმდევი ემოციაა, ხოლო საქმის ფარგლებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა ქმედებების საფუძველზე მომჩივნებმა განიცადეს იმაზე მეტი უარყოფითი ემოციური ზემოქმედება, რაც ასოცირდება ამ ტიპის სპეცოპერაციის პროცესთან. ამ საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მომჩივნებს, პირველ ეტაპზე, არ განუცხადებიათ არანაირი პრეტენზია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ქმედებებთან დაკავშირებით.
სასამართლომ მომჩივნებს ერთობლივად მიაკუთვნა 10 000 ევრო მორალური ზიანისთვის და 15 000 ევრო ხარჯების ანაზღაურებისთვის.”

გამოძიების სტანდარტების დარღვევა, საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველია – SJC სტრასბურგზე

თეგები: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეიუსტიციის სამინისტრო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved