• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა არის რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავება – პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
11:10 01-18-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიუღებლობამ ქართველებში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Oxford Union-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ერთ-ერთი პირველია, ვინც საქართველოში რეფორმების ნაკლებობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანა უნაკლო არ არის, მაგრამ – პრეზინდეტი დარწმუმებულია, რომ “საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე მეორე “არა” მიიღოს”.

სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო. მისი შეფასებით, ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა მხოლოდ რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავებაა.

“ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რომელიც ჯერჯერობით ბოლომდე არ დაფასებულა არც ქართველი მოსახლეობის და ასევე შეიძლება ჩვენი ზოგიერთი პარტნიორის მიერ, ვინც ეს ევროპული პერსპექტივა მოგვცა. რა თქმა უნდა ამავდროულად, ჩვენ არ მიგვიღია კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა მეგობარმა და პარტნიორმა მიიღო. ამან გარკვეული სახის იმედგაცრუება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, რადგან მათთვის ნათელი იყო ის ფაქტი, რომ რომ ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ, შესაძლოა, უფრო შორს წავედით [ევროინტეგრაციის] გზაზე მიღებული კანონმდებლობის, შიდა რეფორმების თვალსაზრისით, რომლებიც ამ ევროინტეგრაციის გზაზე მოგზაურობის 30 წლის განმავლობაში იქნა მიღებული. ამის გამო გარკვეული იმედგაცრუება გაჩნდა მოსახლეობაში, თუმცა ამავდროულად გვესმის ის ფაქტი, რომ  ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ორი დანარჩენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არსებითად იმ ბრძოლის წყალობით მოხდა, რომელიც უკრაინელი ხალხი უძღვება და ერთის მხრივ არსებობდა პოლიტიკური მიზეზები იმ ფაქტში, რომ სამხედრო საფრთხის ქვეშ ყველაზე მეტად მყოფმა ორმა სახელმწიფომ მიიღეს ეს აღიარება და საქართველო, რომელიც ასე პირდაპირ არ იყო სამხედრო საფრთხის ქვეშ, შეფასდა სხვა დამსახურებების მიხედვით, და იყო გარკვეული პოლიტიკური მიზეზები, რატომ იქნა ეს განსხვავება გაკეთებული,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved