“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი:
“ნაცვლად პროცესების დაჩქარებისა, ვხედავთ, რომ აჭიანურებენ მიზანმიმართულად პროცესებს და შესაბამისად, როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული ბიძინა ივანიშვილს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. შესაბამისად, მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან და ეს არის საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებების და ქვეყნის ამოტრიალების გარეშე, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ, არაფერი გამოვა”
კომენტარები