• რეკლამა
  • კონტაქტი
08:00, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არანაირად არ ვადასტურებ – გიული ალასანია ფარულ ჩანაწერზე

ალია ავტორი - ალია
12:49 01-12-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

არც მომისმენია, არც ყოფილა, არც შეიძლება ყოფილიყო ბუნებაში ასეთი რამე, გარდა ამისა, კიდევაც რაღაც რომ ყოფილიყო, რატომ დღეს? – რამდენადაც მითხრეს, 2 წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, იმიტომ, რომ ახლა პროცესები მიდის?! ჩემს შვილს რომ ავნონ?! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

გიული ალასანია გავრცელებულ ჩანაწერებს მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე სასამართლო პროცესებს უკავშირებს.

„საერთოდ არ მინდა პასუხი ამაზე, ეს საკითხი არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ გამორიცხულია, მე რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან, თურმე ნუ იტყვი ლამის აგენტები ვართ მე და ჩემი შვილი?!

მე არ მომისმენია, არც ვაპირებ მოსმენას, მე მაქვს სრულიად სხვა აქტუალური საკითხები. არანაირად არ ვადასტურებ. მე რამდენადაც მითხრეს 2 წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, იმიტომ, რომ ახლა პროცესები მიდის?! ჩემს შვილს რომ ავნონ?! მე არ ვიცი ვისი გამოქვეყნებულია, მაგრამ “რუსთავი 2”-ს უჩვენებია. ვის უნდა ვუკავშირებდე? ეს თემა მე ამოვწურე. არც მომისმენია, არც მინდა, არც ყოფილა, არც შეიძლება ყოფილიყო ბუნებაში ასეთი რამე, გარდა ამისა, კიდევაც რაღაც, რომ ყოფილიყო, რატომ დღეს?

ვინ არის გიორგი გახარია? საერთოდ არ მახსოვს. თქვენ რას მეკითხებით, მე არ მომისმენია, არ ვიცი მსგავსი არაფერი არ მახსოვს, რაც მომიყევით. მე იცით ყველაზე მეტად რა მაკვირვებს ამ ისტორიაში? ეს ახალგაზრდები, რომლებიც არ მოსწრებიან იმ საბჭოთა კავშირს, არ მოსწრებიან იმ რუსეთს, უმრავლესობამ რუსულიც არ იცის, უფრო ინგლისურზე გადაერთნენ, რამ შეაძულათ ეს ქვეყანა და რამ შეაყვარათ ეს რუსეთი?“ – განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved