რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ ნიდერლანდებში მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა.
ინფორმაცია „დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ გაავრცელა. სხვა კომენტარი მას არ გაუკეთებია.
„დოჟდმა“ 2022 წლის ივნისში მაუწყებლობის ლიცენზია ლატვიაში მიიღო, მაგრამ დეკემბრის დასაწყისში ამ ქვეყნის ხელისუფლებამ რუსულ ტელეკომპანიას მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვა. ოფიციალური რიგის განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ლატვიის ეროვნული უსაფრთხოების მიზნით იყო მიღებული. კერძოდ, ტელეკომპანიამ ეთერში აჩვენეს უკრაინის დროშა ყირიმის გარეშე, ხოლო ტელეკომპანიის წამყვანმა ალექსეი კოროსტელევმა უკრაინაში მყოფ რუსეთის საოკუპაციო ძალებს „ჩვენი ჯარი“ უწოდა.
კომენტარები