• რეკლამა
  • კონტაქტი
18:15, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ნეტა რა მოწოდება უნდა გაეკეთებინა, არ შეეგუო გარემოს და კედელს თავი ურტყიო?” – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
14:43 01-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
309

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე:

 

▪️25 დეკემბრის, ანუ აღსაყდრების იუბილის წინ ნაციონალებმა პატრიარქზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყეს.

▪️25-ში, დღემდე ზოგიერთი ურწმუნო, კათოლიკურ ეკლესიაში შეამჩნიეს. ეს მათი საქმეა, ისევე როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი მათი საქმე არაა. თუმცა ასე არ თვლიან.

▪️ამ ფონზე სააკაშვილის პატრიარქისადმი გაგზავნილი მილოცვის წერილი არ შეიმჩნიეს. როგორია, თანაპარტიელები პატრიარქს ლანძღავენ, სააკაშვილი კი იუბილეს ულოცავს?!

▪️სამაგიეროდ, პატრიარქის საპასუხო წერილში ფრაზა დაიწუნეს, რომელშიც რეალობასთაან შეგუებას უსურვებს, სხვა კეთილ სურვილებთან ერთად.

▪️ნეტა რა მოწოდება უნდა გაეკეთებინა, არ შეეგუო გარემოს და კედელს თავი ურტყიო? ნებისმიერ პატიმარს უნდა უსურვო შეგუება, რაც სულაც არ ნიშნავს სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვის, ან განაჩენის გაპროტესტების შეწყვეტას.

▪️ამ წერილს პატრიარქზე შეტევის მორიგი ტალღა მოჰყვა. დეკანოიძემ თქვა საპატრიარქო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართულიო, რადგან ადამიანის სიცოცხლე ქრისტიანობის მთავარი ამოსავალი წერტილიაო (ახალი თეოლოგი მოგვევლინა). უმცროსმა ბუღაძემ 15 წლის წინანდელი ჯიპები გაიხსენა.

▪️რაღა დროს გირგვლიანი და რობაქიძეაო, დღეს გიაძახიან. საპატრიარქოს ჯიპები ვერაფრით დაივიწყეს. დალპა უკვე ის ჯიპები. თანაც ბიუჯეტის, ანუ მეტწილად მრევლის ფულით აჩუქეთ და რატომ ნერვიულობთ? თუმცა თქვენ ბიუჯეტის ფულით თუ ვინმეს სწავლა დაუფინანსეთ, იმათაც ამადლით, რადგან ბიუჯეტს და საკუთარ ჯიბეს ვერ ასხვავებდით.

▪️რაც შეეხება დეკანოიძის განცხადებას, ჩამოყალიბდით: თუ საპაღრიარქოს ბოროტების ბუდეს უწოდებთ, რატომ სთხოვთ ჰუმანურობას. ქრისტიანობის მთავარი ამოსავალი წერტილი სიცოცხლე თუ იყო, არ ვიცოდი. აქამდე მეგონა

▪️არც იმას უფიქრდებით, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% თავს მართლმადიდებლად თვლით და ულანძღავთ ეკლესიას, საპატრიარქოს, პატრიარქს. მოიგონეთ გამართლება, თითქოს ეკლესია სხვაა და საპატრიარქო სხვა.

▪️რაც შეეხება ქრისტიანობის არსის ახალ განმარტებას, აქამდე მეგონა წუთისოფელი სატანჯველი და წარმავალი იყო და მთავარი არსი ადამინის ხსნა იყო, ხსნა ცოდვებისგან. თუმცა, თქვენ ხომ უცოდველები ხართ?! ან მე მესმის არასწორად…

▪️სააკაშვილის სიცოცხლეს რაც შეეხება, რა ვიცი, დიაგნოზში, ანალიზებში არც მოწამვლის ნიშნებია, არც რაიმე სასიკვდილო. საკუთარი ამერიკელი ადვოკატი ჯვარს აცვით, ჭკუაზე ვერ იყო, სარდაფში აქვს კაბინეტი და ამიტომ თქვა ანალიზები ნორმაში იყოო. ხომ დავწერე, დაამტკიცეთ რომ ცუდად ექცევიან და მეც შემოგიერთდებით. თუმცა, რა ხმებიც გამოდის, იქეთ აწამებს მთელ კლინიკას.

▪️ეკლესიაზე მორიგი შეტევა არაა შემთხვევით დაწყებული. თუმცა, ვერ შეარყევთ. შეიძლება დააზიანოთ. თავსაც იზიანებენ. ესეც უნდა ითქვას. ოღონდ თქვენ ვერაფერს დააკლებთ. ამ შეტევებით ხალხს უარესად აბრაზებთ.

▪️საერთოდ, რა თქვენი საქმეა ეკლესია, თუ თავს მრევლად არ თვლით? იმ ყბადაღებულ 25 მილიონზე ათასჯერ ითქვა, რომ მთლიანად სწავლას, განათლებას ხმარდება. ისიც იცით რატომ უხდის სახელმწიფო. თუმცა, თქვენ იზიარებთ მათ მოსაზრებებს, ვინც ეკლესია დაარბია და დააზარალა. ამიტომ გეჩხირებათ ყელში ეს 25 მილიონი, რაც ბიუჯეტის ერთი მეათასედია. ამავე დროს არ გაწუხებთ თბილისის ცენტრში, სპორტის სასახლესთან ჩალის ფასად გადაცემული ათასობით კვადრატული მეტრი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და უამრავი სხვა ქონება.

▪️რამდენჯერ დაიწერა, რომ თანაგრძნობის მისაღებად აგრესია და სიძულვილის ენა ცუდი გზაა, მაგრამ გაიგებთ?! სააკაშვილი ყველაზე მეტად მისი პარტიის ლიდერებს ჰკიდია ფეხებზე. პოლიტიკურად ზუსტად ეს ვითარება გაწყობთ. ეს ერთი თემა გაქვთ. მართლა რომ გაუშვან, მერე რა უნდა ქნათ?! ეს ისე, რიტორიკულად.”

თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved