ლატვიის უშიშროების სამსახურმა საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ლიეტუვის სამსახურის მთავარი რედაქტორი მარატ კასემი დააკავა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
კასემი სანქციების რეჟიმის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. „სპუტნიკის“ მაღალჩინოსანი რიგის სასამართლოს მიერ გაცემული სანქციის საფუძველზე დააკავეს.
„სპუტნიკის“ რედაქცია იუწყება, რომ მარატ კასემი ლატვიაში ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით ჩავიდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კასემს ბრალი ჯაშუშობაშიც წარუდგინეს, მაგრამ ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
კომენტარები