• რეკლამა
  • კონტაქტი
11:07, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რატომ სცემეს ვანო მერაბიშვილს?“ – რას წერს ნანა კაკაბაძე?

ალია ავტორი - ალია
00:17 01-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,290

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

„რატომ სცემეს ვანო მერაბიშვილს?
ხმა გავრცელდა, ვანო მერაბიშვილი სცემეს, ანუ მიშას „ხერხემალი“ დაუზიანესო. ამ ინფორმაციას ემოციის გარეშე არავინ შეხვედრია – ზოგს ძალიან გაუხარდა, ზოგს ძალიან ეწყინა, მაგრამ რატომღაც არავის გაკვირვებია. მხოლოდ ზოგიერთმა „პეროიანმა“ ე. წ. უფლებადამცველმა თუ ჟურნალისტმა ხელოვნურად დაყენებული პოზით აღშფოთება გამოხატა – ეს ბარბაროსობაა, როგორ შეიძლება ქუჩაში ანგარიშსწორებაო. თუმცა, ამ „პეროიანებმა“ ყველაზე კარგად იციან, რომ ვანოს ცემის მიმართ საზოგადოების უმრავლესობის დადებით დამოკიდებულებას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია.
ჩვენი საზოგადოების იმ უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც საკუთარ ტყავზე გადაიტანა სასტიკი რეჟიმის არასამართლიანი და არაადამიანური გამოვლინებები, განვლილი ათწლეულის მანძილზე ვერ დაინახა ვერც დამნაშავეთა მიმართ დადგენილი ადეკვატური სასჯელები და რაც მთავარია, ვერც დამნაშავეთა მხრიდან გამოვლენილი სინანული. პირიქით, ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური და ანტიადამიანური რეჟიმის შემოქმედები დღეს საზოგადოებას დემოკრატიას, ჰუმანიზმს და ადამიანობას გვასწავლიან.
ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე, რასაკვირველია, დღევანდელი ხელისუფლებაა, რომელმაც წინა ხელისუფლების დამნაშავე ლიდერების მიმართ გაუმართლებელი ლოიალური დამოკიდებულის ისეთი გზა აირჩია, რომ იგნორირება გაუკეთა დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს – კანონის უზენაესობას, კანონის წინაშე ყველას თანასწორობას, ყველა მოქალაქის მიმართ ერთი და იგივე სტანდარტების გამოყენებას და ყველა დანაშაულისათვის სასჯელის გარდაუვალობას. ამის გამო მოხდა სახელმწიფოს პრიორიტეტულ პოლიტიკად ჯერ კოაბიტაციის გამოცხადება, შემდეგ სისხლის სამართლის დანაშაულის ათასობით უტყუარი დოკუმენტის განადგურება (ვგულისხმობთ სამეგრელოს ტყეში აღმოჩენილ კასრებში ვიდეო და აუდიო ჩანაწერების საჯარო უტილიზაციას) და ბოლოს, სიმბოლური ბრალდებების წარდგენა და სიმბოლური სასჯელების შეფარდება რეჟიმის შემქმნელი დამნაშავეების მიმართ.
თუ არ ჩავთვლით ბაჩო ახალაიას თითქმის 10-წლიან და ვანო მერაბიშვილის 7-წლიან სასჯელებს, დამნაშავე რეჟიმის თითქმის ყველა ლიდერმა მხოლოდ სიმბოლური სასჯელები მიიღო (თუმცა, ისიც საკითხავია ეს 10 და 7 წელი რამდენად ადეკვატური სასჯელები იყო). იმ „სხვებს“ ის სიმბოლური სასჯელების არ მოუხდიათ სრულად, რადგან ჩვენი ხელისუფლება დაექვემდებარა დასავლეთის ზეწოლას და განსაკუთრებით მძიმე თუ მძიმე დანაშაულის ჩამდენი მსჯავრდებულები ვადამდე გაათავისუფლა.
ამიტომაც არის, რომ ამ მაგალითებით გულმოცემული ნაცები დღეს თავისი ბელადის სასჯელისაგან გასათავისუფლებალად ათასგვარ ხრიკს მიმართავენ, სააკაშვილს სიკვდილის პირას მისულად აცხადებენ და იმედი აქვთ, რომ დაქირავებული ლობისტების მიერ საერთაშორისო ძალების მობილიზაციის გზით ბელადს სასჯელის მოხდისგან დაიხსნიან.
იმედია, ახლა მაინც გამოიჩენს ხელისუფლება პრინციპულობას და არ დაუშვებს მიშას სასჯელისაგან გათავისუფლების უსამართლო, ანტიჰუმანური და ანტიდემოკრატიული გადაწყეტილების მიღებას, რომელიც შეფუთული და შემოპარებული იქნება სამართლიანობის, ჰუმანურობისა და დემოკრატიის ლოზუნგებით.“
თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved