• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, ორშაბათი, 18 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
11:25 01-04-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი. რას გვირჩევენ ვარსკვლავები ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვერძს ამ დღეს მოწყენა ემუქრება. მოვლენების განვითარება თქვენგან მშვიდ და გეგმაზომიერ მოქმედებას მოითხოვს, თუმცა, ამას თავისი უპირატესობებიც აქვს. მშვიდი და გააზრებული მოქმედება უიმედო პროექტების დასრულების საშუალებას მოგცემთ.

კურო

მთელ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხებს და ოჯახის ბიუჯეტზე ზრუნვას დაუთმობთ. გირჩევთ უარი თქვათ ისეთ საეჭვო პროექტებზე, როგორიცაა უცნობ ბანკში ფულის დაბანდება. თუ ზაფხულის შვებულებისთვის ფულის დაგროვებას გეგმავთ, გირჩევთ, ამის გაკეთება დღესვე დაიწყოთ – უკეთეს დღეს უბრალოდ ვერ იპოვით!

ტყუპები

ძალით და ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ ამის საჯაროდ დემონსტრირებას ერიდებით. ეს დღე თქვენგან მშვიდად მოქმედებას და დაბალანსებულ, კონსერვატიულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ასეთი სტრატეგიის წყალობით, შეცდომების დაშვების საფრთხე უკიდურესად დაბალია.

კირჩხიბი

კირჩხიბის სასიცოცხლო ენერგია მცირდება. დიდი სურვილის მიუხედავად, ძალა არ გყოფნით, რომ სამსახურში და სახლში ყველა საქმეს გაუმკლავდეთ! გამორიცხული არ არის, რომ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება სამომავლოდ გადადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რაიმე შემოქმედებით ღონისძიებას დაესწროთ – სხვების შთაგონება ენერგიის მარაგის შევსებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით მოქმედება სასურველ შედეგს მოგიტანთ, მაგრამ შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ. ცვლილებებისა და სიახლეების გარეშე ხომ ძალიან მოსაწყენია! ვარსკვლავები გირჩევენ, ცხოვრება თუნდაც მცირე ცვლილებებით გაიხალისოთ. მეგობრებთან ერთად გართობა, საინტერესო ფილმი, შოპინგი და ა.შ. – არჩევანი თქვენზეა. ეცადეთ, პირადი ცხოვრება ექსპერიმენტებით გაამდიდროთ, თუმცა, სამსახურში მხოლოდ ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით უნდა იმოქმედოთ.

ქალწული

გირჩევთ ამ დღეს მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ – ექსპერიმენტის ნებისმიერი მცდელობა კრახით დასრულდება. გახსოვდეთ, რომ კონსერვატიული მეთოდებით იმაზე მეტის მიღწევა შეგიძლიათ, ვიდრე ყველაზე ბრწყინვალე ექსპერიმენტით.

სასწორები

მზად იყავით იმისთვის, რომ ამ დღეს ყველა ჭკუას გასწავლით. სავსებით შესაძლებელია, რომ მთელი დღე მოსაწყენ საუბარში გაატაროთ, სადაც უტყვი მსმენელის როლი უნდა შეითავსოთ და მორჩილად თავი აქნიოთ. გირჩევთ თქვენი ახალი იდეები და გეგმები არავის გაუზიაროთ. საუკეთესო შემთხვევაში, დაცინვას ან მსუბუქ კრიტიკას მიიღებთ, უარეს შემთხვევაში კი თავზე დაუნდობელი კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდებათ.

მორიელი

ამ დღეს გარშემო მყოფებთან დისონანსში ხართ. თავად საკუთარი მოქმედებები არასრულყოფილი გეჩვენებათ, ხოლო გარშემომყოფებს თქვენი ზეწოლა და „რევოლუციური“ მოქმედება აშინებთ. ეცადეთ შეეგუოთ, რომ ვერავის დარწმუნებას ვერ შეძლებთ, ამიტომ მარტო მოქმედება ან პროექტის სხვა დღეს გადატანა მოგიწევთ.

მშვილდოსანი

რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა იყოს საჭირო, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ – საბოლოო არჩევანის გაკეთება წარმოუდგენლად რთული იქნება. უფრო მეტიც, სიტუაცია რაც უფრო სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს, ტემპს მით უფრო ანელებთ. სამაგიეროდ, მკაფიოდ და გააზრებულად მოქმედებთ და ამაში ცუდი არაფერია.

თხის რქა

თხის რქა ყველა საქმეში, რომანტიკულ ურთიერთობებშიც კი პრაგმატულ მიდგომას ეძებს. მაგალითად, გირჩევნიათ საყვარელ ადამიანს თაიგულის ნაცვლად, ქოთანში ჩარგული ლიმონის ხე აჩუქოთ, რომ ლიმონიანი ჩაით გაგიმასპინძლდეთ ან სამკაულების ნაცვლად, სამზარეულოს ინვენტარი მიართვათ და ფულიც დაზოგოთ. ასეთი საქმიანი დამოკიდებულება თითქმის ყველა ოჯახური პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

მერწყული

მერწყულს მშვიდი, არაფრით გამორჩეული დღე ელის. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს მოსაწყენი იყოს, მაგრამ თუ მერწყული ამისთვის მზად არის, დროის სასარგებლოდ გატარებას შეძლებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე საკუთარ თავს მიუძღვნათ და მთლიანად მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში გაატაროთ. დილას ფიტნესი, შუადღეს შოპინგი და საღამოს თბილი აბაზანა დაგეხმარებათ, რომ მომდევნო დღეს სრულიად განახლებული შეხვდეთ.

თევზები

ამ დღეს თქვენი საქმეები და აზრები მთლიანად ნათესავებს და მეგობრებს უკავშირდება. შესაძლოა, მათი პრობლემების გადაჭრა და დახმარება შეგიძლიათ, ამიტომ ეცადეთ ახლობელ ადამიანებს მორალური მხარდაჭერა გაუწიოთ. ახლობელი ადამიანები იმსახურებენ, რომ მათ პირადი დრო შესწიროთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved