• რეკლამა
  • კონტაქტი
18:36, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილის პირველი მოწამვლა მოხდა მარტში – ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი” – რა თქვა პროცესზე ამერიკელმა ექიმმა

ალია ავტორი - ალია
15:45 12-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
975

დევიდ სმიტი ადასტურებს, რომ სააკაშვილი ძალიან დიდი დოზით იყო მოწამლული.

შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, 26 დღის დაგვიანებულმა კვლევამ მძიმე მეტალებით მოწამვლის კვალი შეასუსტა, მაგრამ მაინც ვერ წაშალა, ეს ნიშნავს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდი დოზით იყო მოწამლული, ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დაადასტურა.

ამერიკელი ტოქსიკოლოგი სასამართლო პროცესზე პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი დაინვალიდებასა და სიკვდილს იწვევს.

დევიდ სმიტის სასამართლოს ჩვენება დღეს მისცა.

“მძიმე მეტალები სისხლიდან იკარგება მალე, ამიტომაც თმის ღერის კვლევას ვიყენებთ, რომ დავადგინოთ ნამდვილად მოხდა თუ არა მოწამვლა. ჩემი აზრით, პირველი ინტოქსიკაცია მოხდა მარტში, უფრო ზუსტად რომ განვმარტო, კლინიკაში გადაყვანისას ის უკვე მძიმე მეტალებით იყო მოწამლული, რამაც დააზიანა მისი ორგანიზმი და გამოიწვია კრუნჩხვები და ნერვული სისტემის დაზიანება.

ჩემი აზრით, ის იყო მოწამლული სხვადასხვა მეტალებით. მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი. რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს. ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან და ამ პროცესში ისინი წამლავენ სხეულში სხვადასხვა ორგანოებს. 

პაციენტმა განიცადა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება. განსაკუთრებული ადგილი, რომელიც დაზიანდა თავის ტვინში იყო თეთრი ნივთიერება (თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი), რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე.

მას გააჩნია ასევე დაზიანებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რაც იწვევს გასტრიტს, რაც იწვევს მუდმივ დიარეას და შესაბამისად კახექსიას და წონის მკვეთრ კლებას. მას დაუზიანდა ღვიძლი.  დაზიანებულია გული და თირკმელი. მძიმე მეტალებით მოწამვლა აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს ადამიანის სხეულში და შესაბამისად, მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული.

მას არ მიუღია ადეკვატური მკურნალობა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით. რაც მოიცავს განკურნვის თერაპიას, მძიმე მეტალების გამოტანის მექანიზმს. ასევე დეტოქსიკაცია არ ჩატარებულა იმ წამლებზე, რომლებიც მას სიმპტომების ნიველირებისთვის მიეწოდებოდა“ – თქვა დევიდ სმიტმა.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved