• რეკლამა
  • კონტაქტი
14:54, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასეთ პირობებში სრულიად გაუგებარია ხელისუფლების თავდაცვითი პოზიცია და მხოლოდ იმის განცახდებები, რომ მიშა სიმულიანტობს და რომ მის სიცოცხლეს რეალურად არაფერი ემუქრება“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
20:06 12-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
376

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

„ქართული საზოგადოება და სიმულაციურ საფუძველზე დაფუძნებული საერთაშორისო კამპანია
სიმულაციის გზით სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო. ვითომ სიკვდილის პირას მყოფი მიშას დასაცავად გამოსულმა საერთაშორისო აქტორებმა ნელ-ნელა ცდილობენ ისეთი ფონის შექმნას, რომ მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლა სამარცხვინო საქციელის ნაცვლად უდანაშაულო პატიმრის უსამართლო პატიმრობიდან დახსნის კეთილშობილურ საქმედ წარმოჩინდეს.
მას მერე რაც ლობისტები დარწმუნდნენ, რომ საქართველიში მიშას გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი მიტინგების მოწყობა შეუძლებელია, ხოლო 100-200 მხარდამჭერის გამოყვანა წამგებიანია. დაქირავებულმა საერთაშორისო ლობისტებმა 4 იანვარს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან აქციებიც დააანონსეს მიშას გათავისუფლების მოთხოვნით.
ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ და მასობრიობის ილუზიის შესაქმნელად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელთა ნაწილი დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიართვეს.
იგრძნო რა სალომეს მერყეობა, მიშას სასტიკი რეჟიმით დაზარალებული და სხვა დემოკრატიული ძალები თვითონ მივიდნენ სალომესთან იმის მოსათხოვად, რომ არ შეიწყალოს კრიმინალი სააკაშვილი. სალომემ, იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხს ღირსეულად დახვედროდა და მშვიდად აეხსნა თავისი პოზიცია, მათ შეურაცხყოფა მიაყენა, სიძულვილის გამომხატველი გამოთქმით მიმართა რას მომივარდითო და შეწყალების საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ბუნდოვანი პოზიცია დააფიქსირა.
აშკარაა, რომ სალომე ექვემდებარება საერთაშორისო ლობისტების მიერ წამოწყებული „ფრი მიშას“ კამპანიის ზეწოლას და თავისი ბრიფინგის უდიდესი დასავლეთში მყოფ პატრონებთან გასაშვები გზავნილებით დატვირთა.
ასეთ პირობებში სრულიად გაუგებარია ხელისუფლების თავდაცვითი პოზიცია და მხოლოდ იმის განცახდებები, რომ მიშა სიმულიანტობს და რომ მის სიცოცხლეს რეალურად არაფერი ემუქრება. ჩვენც ვიცით, რომ მას მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის შეუგუებლობა ჭირს და ამიტომ ჭირვეულობს პატარა ბავშვივით, მაგრამ შენ რომ ხელისუფლება ხარ, მხოლოდ კომენტარები კი არ უნდა აკეთო, არამედ უნდა იმოქმედო: ჯერ ერთი, სიმულიანტი პატიმარი საავადმყოფოდან უნდა გადაიყვანო ციხეში და მეორეც, უნდა მოითხოვო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, რათა სალომეს მიერ შეწყალებული მსჯავრდებული უცებ არ აღმოჩნდეს თავისუფლებაში, რაც აუცილებლად ააყირავებს სიტუაციას საქართველოში. და ამ აყირავებაში მთავარ როლს იმდენად ნაციონალები არ შეასრულებენ, რამდენადაც მიშას დიქტატორული მმართველობის მოწინააღმდეგე ასეულ ათასობით ადამიანი.
ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებთ იმოქმედოს კანონის უზენაესობის, სამართლიანობის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მისაღებია სასწრაფო ზომები სიმულაციურ ავადმყოფობაზე აგებული კამპანიის სასწრაფოდ შესაჩერებლად, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე პასუხისგება მოუწევს ხელისუფლებას.“
თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved