• რეკლამა
  • კონტაქტი
23:27, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

CBS ჯგუფი – სხვაობა მონოპოლიასა და ექსკლუზივს შორის – “იდეები არ მუშაობს, თუ მათი არ გჯერა” – თამარ გახარია

ალია ავტორი - ალია
18:25 12-28-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,176

ინგლისურენოვანი Forbes – ის შეკითხვაზე რა სტარტეგიას იყენებს CBS ჯგუფი პორტფელის შედგენისას და რა ძირითადი ფაქტორები ახდენს გავლენას საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, ჰოლდინგის ფინანსური დირექტორი, თამარ გახარია პირველ რიგში რისკის ფაქტორს უსვამს ხაზს:

ნებისმიერი ინვესტიცია მოიცავს რისკს და ვერავინ შეძლებს მის სრულად აღმოფხვრას. რაც მომწონს ჩვენს აქციონერში არის ის, რომ მის გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს წარმატების ან წარუმატებლობის ალბათობა. მას სჯერა ყველაზე მთავარის – იდეის! იდეის, რომელსაც ახორციელებს და დარწმუნებულია, რომ წარუმატებლობის შემთხვევაშიც, დაძლევს ნებისმიერ დაბრკოლებას, არ აქვს მნიშვნელობა, მისი ინიციატივა – ემოციურია, ფილანტროპული თუ რაციონალური. სწორედ მისი ეს დამოკიდებულება ქმნის ჩვენს სამუშაო გარემოს. თუმცა, როდესაც ეს ჩემზე ხდება დამოკიდებული, ყველაფერი თვლით და გათვლებით იწყება, სადაც რამდენიმე ძირითადი ფაქტორია გადამწყვეტი: ინვესტიციის განხორციელების დროულობა, ზრდის პერსპექტივა, სინერგიული ეფექტი პორტფელში არსებულ კომპანიებს შორის და რისკების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა. ერთ-ერთი საყვარელი ჩარჩო, საიდანაც ვაშენებ სხვადასხვა მატრიცებს, რომლებიც გამოიყენება შემდგომში გადაწყვეტილებების მისაღებად, არის ე.წ. CANSLIM სტრატეგია, შესაძლოა იმიტომ, რომ სიტყვა SLIM ასოცირდება რაღაც სასურველთან – გამხდარობასთან (იცინის). მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ამ სტრატეგიის ადაპტირება მოვახდინე და ქართულ რეალობას მოვარგე.

-Telmico, Telasi და Tbilisi Energy წარმოადგენენ CBS ჯგუფის პორტფელის მნიშვნელოვან
ნაწილს. რატომ გიზიდავთ ბუნებრივი მონოპოლიები?

-ნება მომეცით, ერთმანეთისაგან გავმიჯნო ბუნებრივი მონოპოლია და ექსკლუზიური ლიცენზიის ფლობა. მონოპოლია არის ინდუსტრია, რომელშიც მაღალია ინფრასტრუქტურული ხარჯები და ან არსებობს ბაზარზე შესვლის სხვადასხვა მაღალი ბარიერები. ხშირად, პირველი მიმწოდებელი ბაზარზე იკავებს მონოპოლისტურ პოზიციას. ექსკლუზიური ლიცენზიები კი, გაიცემა კერძო სექტორზე, იმ კრიტიკული ინდუსტრიების განვითარებისა და შენარჩუნებისთვის, რომლებიც ბაზრის ზომასთან მიმართებაში, მაღალ კონკურენციის პირობებში, ვერ შეძლებდა არსებობისათვის საჭირო მოგების გენერირებას.
ჩვენი ქვეყნის მსგავს ტურბულენტურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანია პორტფელის დაბალანსება ისეთი კომპანიებით, რომელთა პროდუქტებსა თუ სერვისზე მოთხოვნა სტაბილურია. თუმცა, აქვე არსებობს კომპრომისიც: დაბალი რისკების სანაცვლოდ – იღებ ზღვრულ მომგებიანობას და შეზღუდულ ზრდის შესაძლებლობას. მაღალი რისკი, მაღალ უკუგებას ნიშნავს, თუმცა ხანდახან უმჯობესია უარი თქვა მაღალ მოგებაზე და შეინარჩუნო დაბალი, მაგრამ სტაბილური მარჟა, რაც საშუალებას იძლევა შეადგინო დაბალანსებული პორტფელი და ან მიიღო სინერგიული ეფექტი ასეთი ბიზნესებიდან.
შესაბამისად, ამ ტიპის კომპანიები, დამატებით პასუხისმგებელნი არიან განსაკუთრებული გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე და მოთხოვნილი რეგულაციების დაცვაზე.

თეგები: CBS ჯგუფითამარ გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved