• რეკლამა
  • კონტაქტი
19:32, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს ეპითეტი სააკაშვილს საბოლოოდ შერჩება“ – გიგლა ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
22:36 12-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
444

პროფესორი გიგლა ბარამიძე „იმედის“ ეთერში აცხადებს:

„სააკაშვილის ქმედება არის ჩვეულებრივი სიმულაცია, უღირსი საქციელი, ოდესღაც ყოფილი პრეზიდენტის. მას ნაქართველებ, ნაპრეზიდენტალ კაცსაც კი უწოდებენ იმიტომ, რომ როდესაც საჭიროა ის ქართულსაც ივიწყებს, როდესაც მას სჭირდება, საქართველოს მოქალაქეობაზეც უარს ამბობს, რომ სხვა ქვეყნის ჩინოვნიკი გახდეს. როდესაც საჭიროა მისი და მისი პარტიის ხელშეწყობით დაკარგული მიწების ნაწილს ქვების გროვას უწოდებს. ამიტომ ეს ეპითეტი მას საბოლოოდ შერჩება. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავე. საქართველოს კონსტიტუციაში და სისხლის სამართალში არ არის მუხლი, რომელიც მას არ მიესადაგება. ამიტომ ის, რაც კეთდება, არის ჩვეულებრივი სიმულაცია თავის დაძვრენის მიზნით, ძალიან დაბალი დონის. ამიტომ მისი ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ერთაგანაა, მისი ბუდე, სადაც უნდა დაბუდდეს, სულ მცირე ხუთი წელი, არის ქართული ციხე, საკანი და თუ მას რამე აწუხებს, იქ დაეხმარებიან და უმკურნალებენ. თუმცა, მას არაფერი იმაზე მეტი არ აწუხებს, რაც მას აწუხებდა სკოლის, პრეზიდენტობის, ჩინოვნიკობის, შევარდნაძის პერიოდში მინისტრობის, მოქალაქეთა კავშირის პარტიის ერთ-ერთი ლიდერობის, უკრაინაში გუბერნატორობის, სახურავზე სირბილის, გორში გორაობის, ახლა ლოგინიდან გადმოვარდნისა და ჩამოხოკვის დროს. ეს არის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ექიმი და წამლები სჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის დაუძვრეს კანონს და სხვაგან წავიდეს. მით უმეტეს, რომ დედამიწის ზურგზე არ არის პატიმარი დამნაშავე, რომლის ხელებზეც სისხლი და ღალატია თავისი ქვეყნის, რომელიც ასეთ პირობებშია, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არა ციხის საკანში, არამედ ორ თუ სამოთახიან ლუქსში. ემსახურებიან ოჯახის წევრები, მედდები, ექიმები, მიმსვლელ-მომსვლელები და თან ექიმებს უმძიმესი ფორმით აყენებს შეურაცხყოფას. ეს ყველაფერი აღმაშფოთებელია, საზოგადოების უდიდესი ნაწილი, არა მხოლოდ საქართველოში, აღშფოთებულია ამით. საინტერესო ის არის, რომ დღევანდელი ხელისუფლების მთელი რიგი ქმედებები აბსოლუტურად უნისონშია და ემთხვევა საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობას ამ საკითხთან დაკავშირებით და მჯერა, რომ წერტილი დაესმება ამ ინსინუაციებს ამ თვალთმაქცთან დაკავშირებით, დააბრუნებენ მას საკანში და დაესმება წერტილი იმას, რომ საქართველოს სახელი ხშირ შემთხვევაში არასწორად იქნება ხოლმე განხილული ზოგიერთ შეკვეთილ, თუნდაც უცხოურ სიუჟეტებში, რომელიც დაფინანსებულია სხვა და სხვა ლობისტის მხრიდან“

თეგები: გიგლა ბარამიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved