ფოტო – მთავარი არხი
ჯავის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 50 წლამდე მამაკაცი მოკლედ. შემთხვევა დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბონდო კისიევი მისივე მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, თუმცა, მკველობაში ბრალდებული დაკავებული არ არის და იძებნება.
“1964 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.” ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
კომენტარები