• რეკლამა
  • კონტაქტი
16:38, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასეა გადაჯაჭვული ერთმანეთში თითქოსდა 2 დამოუკიდებელი მოვლენა – ცხელი ომი უკრაინაში და ცივი ომი საქართველოში“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
00:08 12-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
331

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

„უკრაინა, სააკაშვილი და გლობალური პოლიტიკა
ყველა მოვლენას თავისი მიზეზი და საფუძველი აქვს. ხშირ შემთხვევაში ეს მიზეზები და საფუძვლები ძნელად შესამჩნევია, არის სიტუაციები, როდესაც ეს თითქმის ზედაპირზე დევს და მისი შემჩნევისთვის მარტივი ლოგიკაც საკმარისია.
ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეში სააკაშვილის პატიმრობაა, ასევე თითქმის ერთი წელია, რაც მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგის ლიდერი რუსეთ-უკრაინის ომია. რაც არ უნდა ერთმანეთისგან განყენებულად გამოიყურებოდეს, მიშას საქართველოში სამარცხვინო შემოპარვა და უკრაინის მიერ ტერიტორული მთლიანობისთვის წარმოებული ომი, ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული.
ერთი შეხედვით, შინაარსით განსხვავებული ამ ორი მოვლენის უკან დგას ერთი მიზანი. ეს არის მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური გადანაწილება.
სწორედ ამ მიზნის რეალიზებას ემსახურება დღეს მიმდინარე დაუსრულებელი ომი, რომელიც გლობალური ომის პარტიის მიერაა პროვოცირებული.
გლობალური ომის პარტიისთვის მხოლოდ შირმაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სამართლიანობის თუ სხვა ღირებულებების დაცვა.
მათთვის და მათი წარმომადგენლებისთვის მთავარია საკუთარი ინტერესები. საქართველოსთან მიმართებაში- გავლენები შავ ზღვაზე.
ამ მიზნის მისაღწევად ისინი მზად არიან ფაშისტებსაც და ბოლშევიკებსაც „დემოკრატიის შუქურა“ დაუძახონ.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ, რატომ უნდა მიიჩნეოდეს სააკაშვილის ავტორიტარული, სისხლიანი რეჟიმი დღევანდელ ხელისუფლებასთან შედარებით პროდასავლურად ან დემოკრატიულად.
რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს უკრაინაში, უდიდეს ბუნებრივ რესურსებზე წვდომაა, ხოლო უკრინის ხელისუფლების გამარჯვებისთვის ყველაფერი გამართლებულია, მათ შორის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ამისათვის საჭიროა აქ იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერში უსიტყვოდ დაეთანხმება მათ. ვინაიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ასეთი მორჩილი არ გამოდგა, ომის მესვეურებმა ყველაფერი უნდა იღონონ მისი შეცვლისათვის.
ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები არ ხედავენ და არც არასოდეს დაინახავენ მსჯავრდებულ სააკაშვილისათვის შექმნილ უჩვეულო კომფორტს, ოროთახიან ლუქს პალატას, შეუზღუდავი ოდენობით მნახველებს, მხოლოდ ოჯახისაგან მიღებული საკვების მირთმევის საშუალებას, უცხოელი ექიმ – ექსპერტების ვოიაჟებს, ომბუდსმენის აპარატის არა დამახასიათებელ მზრუნველიბასა და აქტიურობას, საკუთარი ენჯეოების მიერ ორგანიზებულ სამედიცინო კომისიებს და სხვა. მისი მხრიდან სამედიცინო პერსონალზე განხორციელებულ აშკარა თავდასხმა და აგრესია რჩება დაუსჯელი და ა. შ.
ისინი ამას არ ხედავენ, სამაგიეროდ ხედავენ და საგანგაშოდ მიიჩნევენ, სააკაშვილის სიმულაციით მიღებულ ვიზუალს. ახდენენ მის შედარებას დაპატიმრების პირველ დღეებთან. ახდენენ მოწამვლის შესახებ ყოვლად უსაფუძვლო და უარგუმენტო ჭორების ფაქტებად წარმოჩენას და ა. შ.
მათ ინტერესებში არ შედის პატიმარი სააკაშვილის კომფორტული პირობების შედარება მისი რეჟიმის დროინდელ პატიმრობის ჯოჯოხეთურ პირობებთან.
მათთვის მთავარია პირადი მიზანი!
მიზნისთვის მიღწევის ნებისმიერი საშუალება მისაღებია!
აი, ასეა გადაჯაჭვული ერთმანეთში თითქოსდა 2 დამოუკიდებელი მოვლენა – ცხელი ომი უკრაინაში და ცივი ომი საქართველოში.
ამიტომაც შემთხვევითი არ არის, ჩვენთან არსებული ცივი ომის ცხელ ომად გადაქცევის მცდელობა მომავალშიც ყველა საშუალება იქნება გამოყენებული – მიშას მოგონილი წამება, შიმშილობა, ციხის საავადმყოფოში „თრევით“ გადაყვანა, მისი სტრესი, დეპრესია.
მიშას სიმულაცია ქართულ ენასაც შეეხო. უკრაინულად მისი ალაპარაკება იყო მცდელიბა მორიგი თაღლითობისა, „გამიშვით, ხომ ხედავთ, ქართულ პოლიტიკაში არათუ აღარ ჩავერევი, არამედ ქართულადაც აღარ ვილაპარაკებო“, დემენციის (ანუ ჭკუასუსტობის) დაავადების სიმულირება და ა. შ.
ამას ხელს უწყობენ და ახალისებენ მსოფლიოს გავლენიანი ძალები.
ჩვენ კი დიდი ხანია ასეთ პირობებში გვიწევს გონიერების მაქსიმალური გამოჩენა და ბეწვის ხიდზე სიარული.
იმედია, ისტორიის ამ სახიფათო მონაკვეთსაც ჩვენი ხალხი წარმატებით გაივლის.“
თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved