• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელფასს გირიცხავთ 1050 ლარს” – რატომ წაშალა უწყებამ ჩემპიონისადმი მილოცვის ტექსტი?

ალია ავტორი - ალია
15:45 12-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,478
თეა წულუკიანის უწყება, მსოფლიო ჩემპიონის, ელენე ქებაძის წერილს პასუხობს და წერს, რომ მან “უსამართლო პოსტი შექმნა”, სამინისტრო სპორტსმენს “ახსენებს”, რომ ხელფასს ურიცხავს, რომ ოქროს მედლის შესაბამისი პრემია ჩაერიცხება და ახსენებს იმასაც, რომ თურმე, ნუ იტყვით და ჩემპიონატში მონაწილეობა დაუფინანსა სპორტსმენს.
თეა წულუკიანის უწყება არ წერს, რატომ წაშალა სოციალური ქსელიდან, უწყების გვერდიდან, ელენე ქებაძისადმი დაწერილი მილოცვის ტექსტი.
სამინისტრო:
“ქალბატონო ელენე, ჩვენ ყოველთვის გვიხარია თქვენი წარმატება და დიდ პატივს გცემთ.
რაკი თქვენ ასეთი უსამართლო პოსტი შექმენით, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ შეგახსენოთ იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მხოლოდ ბოლო დროს სპორტის სამინისტრომ თქვენი წარმატებისთვის გაიღო სახელმწიფოს სახელით.
ბოლო დროს, თორემ მხარდაჭერა მხოლოდ ბოლო დროით არ შემოიფარგლება და ამ სპორტის სახეობასაც უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ერთი სპორტსმენისთვის გაღებული სახსრებია.
ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რას დაწერთ კიდევ (დაგვამადლეს, აეროპორტში არ მოვიდნენ და სხვა).
1. თქვენ ყოველთვიური ხელფასი 1050 ლარი გერიცხებათ სპორტის სამინისტროსგან;
2. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლის შესაბამისი პრემია 17 ათასი ლარის ოდენობით ჩაგირიცხათ სწორედ სპორტის სამინისტრომ;
3. 5 156 ლარი – მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა სპორტის სამინისტრომ დაგიფინანსათ;
მოსამზადებელი შეკრებები, ეკიპირება და მრავალი სხვა ხარჯი ასევე სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.
მომავალშიც დიდ წარმატებებს გისურვებთ!”
წყარო – მთავარი არხი

“მილოცვა უკან წაიღეს” – რას წერს მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც აეროპორტშიც კი არავინ დახვდა

თეგები: ელენე ქებაძეთეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved