რუსეთში, რუსული სამხედრო სიმბოლოს, გეორგიევსკის ლენტის შეურაცხყოფა დასჯადი ხდება. რუსული მედიის ცნობით, სამართალდარღვევა 3 მილიონი რუბლით ჯარიმას, ან სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. იგივე ქმედებისთვის, იურიდიულ პირს კი ხუთ მილიონამდე რუბლის გადახდა მოუწევს.
კანონი ინტერნეტ სივრცესაც შეეხება. სამართალდამრღვევი, რომელიც გეორგიევსკის ლენტის შეურაცხყოფისთვის ინტერნეტს გამოიყენებს, დაისჯება ჯარიმით ორიდან ხუთ მილიონ რუბლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე. იგივე სასჯელი შეიძლება დაეკისროს პირს თუ დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით იქნა ჩადენილი.














კომენტარები