• რეკლამა
  • კონტაქტი
03:52, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თქვენ გინდათ რომ ხელისუფლებამ „ანგარიში ჩაგაბაროთ“? არც დაგასლოკინოთ” – გია გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
20:28 12-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296

ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე:

,,ის რომ სამოქალაქო საზოგადოების ამ ე.წ. მშენებლებს საკმაოდ უცნაური აზროვნება რომ აქვთ არახალია.
ისინი რაღაცნაირად, უცნაური, ნორმალური ადამიანისთვის გაუგებარი პრიზმიდან უყურებენ ნებისმიერ მოვლენას, ნებისმიერ ამბავს. შემდეგ ცდილობენ, რომ მათი ეს ხედვა უცილობელ ჭეშმარიტებად შემოგვასაღონ და თუ ვინმე მათს „მოსაზრებას“ შეეწინააღმდეგა, ან საკუთარი აზრი გამოთქვა, მაშინვე რაღაც სულელური იარლიყების სროლას იწყებენ.
მაგალითად ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქალბატონი ანა ნაცვლიშვილი სრულიად არაადეკვატურ ხედვას „გვთავაზობს“.
„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად არის ისტორიული და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის. ძალიან დასანანია, რომ ამ ისტორიულ მომენტშიც კი, საქართველოში ძიძგილაობა მიმდინარეობს, ხელისუფლება თავისთვის იჩემებს ამ გადაწყვეტილებას, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს დღე მნიშვნელოვანი აღნიშვნის დღე გახდებოდა, სადაც მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება, ოპოზიცია, მთავრობა, ხალხი, მედია, უფლებადამცველები, ყველა ერთად ვიზეიმებდით ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ ასეთი ზეიმი არ გვინახავს”.
უკაცრავად, მაგრამ ვისთან ერთად უნდა ვიზეიმოთ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება?
იმ ხალხთან ერთად, ვინც დაკარგულ ტერიტორიებს „ქვების გროვას“ უწოდებს? ვინც „ისკანდერების“ ნარჩენები დამალა? ვინც ყოვლად მოღალატეობრივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და იმ ხელშეკრულების შედეგებს დღესაც ვხედავთ? ვინც დევნილი მოსახლეობა გეტოებში გამოამწყვდია და ამაში კიდევ ფული იშოვა?
როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის გამარჯვების ზეიმი მოღალატეებთან ერთად, მტრის გენერლის მძღოლთან ერთად?
„არცერთი უწყება, არც იუსტიცია, არც საგარეო, არც პრემიერი თავს ვალდებულად არ თვლის, რომ ამ საკითხს მიუძღვნას ღია ეთერი. დადგეს და ყოველი ნაბიჯი, რას აკეთებდა ან არ აკეთებდა ხელისუფლება ჰააგაში წარმატებისთვის, საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს. ეს არის პრობლემის მთავარი ინდიკაცია. ფაქტებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კომუნიკაცია და თანამშრომლობა სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებებს უფლებადამცველ სექტორთან არ ჰქონია“.
რომელ უფლებადამცველებთან? იმათთან ხომ არა, გრანტით გათვალისწინებული მოთხოვნის ფარგლებში წელიწადში ერთხელ უცხოელ სტუმრებთან ერთად ჩადიოდნენ საოკუპაციო ზოლთან და ფოტოებს იღებდნენ?
სახელმწიფო ამ დროს მუშაობდა. მათი ჩასვრილი საქმეების გამოსწორებაზე ზრუნავდა და შედეგიც დადგა.
და თქვენ გინდათ რომ ხელისუფლებამ „ანგარიში ჩაგაბაროთ“?
არც დაგასლოკინოთ”

თეგები: გია გაბრიჭიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved