• რეკლამა
  • კონტაქტი
23:06, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„8 აგვისტოს დაუფიქსირა რუსის ჯარებს შემოსვლა როკის გვირაბით, ეს ხომ ჩვენზე კარგად იციან?“ – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
13:53 12-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,483

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ჰააგის გადაწყვეტილებაზე:

„ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება ამ ისტერიულ კამპანიას მათი მხრიდან ჰქონდეს, არის გაღმა შედავების პიარული პრინციპი, მეტი ახსნა არ აქვს. თავად თქვენზე და ჩემზე კარგად იციან. თავის დროზე სანამ ჩვენ აღმოვაჩენდით, ეს რეზოლუცია ხომ იცოდნენ? თვითონ ხომ იცოდნენ, რომ ომის დაწყება დაუფიქსირეს 7 აგვისტოს და 9 აგვისტოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ რუსეთის ჯარები 8 აგვისტოს შემოვიდნენო. აქ რომ 7 აგვისტო წერია და აქ 7 აგვისტოს ოსი სეპარატისტები მოქმედებდნენ, რუსეთი არაფერ შუაში არ იყოო, პრაქტიკულად ამას ლაპარაკობდნენ და 8 აგვისტოს დაუფიქსირა რუსის ჯარებს შემოსვლა როკის გვირაბით, ეს ხომ ჩვენზე კარგად იციან? ჩვენზე კარგად ხომ იციან, მე-5 პუნქტში რაც ჩაწერეს და რას დაუჭირეს მხარი, რომ კასეტური ბომბებით დაიბომბა ცხინვალი და მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე შეექმნა და რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები და ომის დაწყება 7 აგვისტოს სწორედ ამას დაუკავშირეს? ეს ხომ იციან? ის ხომ იციან, რომ მე-11 პუნქტში თავად მოაწერეს ხელი იმაზე, რომ ჰუმანიტარული სამართლის ფაქტების დარღვევას ჰქონდაო ადგილი და შესაძლოაო საქართველოს და რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ომის დანაშაული ყოფილიყო ჩადენილი და საფუძვლიანი გამოძიება ჭირდებაო და კიო, სჭირდება ამას საფუძვლიანი გამოძიებაო, ეს შესაძლებლობა რომ დაუშვეს, თვითონ ხომ ყველაზე კარგად იციან? და ახლა, ღალატი ხომ გადაჭარბებული არ არის, რადგან ეს შავით თეთრზე წერია შეფასებად, ამ ღალატის გადასაფარად გაღმა შედავების პიარულ-ისტერიული პრინციპით ხდება რაღაც თითქოს მათი მხრიდან აჟიტირებული გაკაპასებული კამპანიის წარმოება.
რეალურად, ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს მოცემულობა, რაც მათ დაუშვეს და რითაც თავის სამხედროებს უდიდესი დარტყმა მიაყენეს და რისკის წინაშე დააყენეს ეს ადამიანები, როგორც არ ვიცი, შეიძლება თავდაცვის მინისტრი ყოფილიყო ობიექტი ამ შემთხვევაში, რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ უამრავი მტკიცებულება მოძიებული, არ ვიცი, გენშტაბის უფროსი, სამხედროები, გასაგებია, რომ რიგით სამხედროებზე შეიძლება არ ყოფილიყო ლაპარაკი.
ჩვენ რომ ჰააგაში ეს სამართლებრივი ბრძოლა არ მოგვეგო, დიახ, რისკის წინაშე იყვნენ ვიღაცეები. ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ქართული სახელი და გვარი არ დაფიქსირდა. ჩვენი მოპოვებული მტკიცებულებებით, ჩვენი სამართლებრივი, სწორი პოზიციით და არა იმით, რაც მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი“

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved