• რეკლამა
  • კონტაქტი
17:19, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლება ცდილობდა, რომ სააკაშვილს და ქართველ გმირ სამხედროებს დასდებოდა – უარყოფილია ყველა ბრალდება, საქართველო გამართლდა”- ნიკა მელია ჰააგის გადაწყვეტილებაზე

ალია ავტორი - ალია
18:56 12-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272

“საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრალი მიხეილ სააკაშვილს და ქართველ გმირ სამხედროებს დასდებოდა – უარყოფილია ყველა ბრალდება. საქართველო გამართლდა” – ასე გამოეხმაურა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშისასამართლოში, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დასრულებას.

როგორც მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, “ქართული ოცნების” ბრალდებები, თითქოს ყოფილი მთავარსარდალი იყო დამნაშავე 2008 წლის ომში,  რუსული ნარატივია.

“მთელ ამ წლების განმავლობაში ბრალს გვდებდა, რომ საქართველომ კაპიტულაცია არ გამოაცხადა, არ დაემორჩილა ოკუპანტებს და დაიცვა თავისუფლება, სუვერენიტეტი და სახელმწიფო. ეს იყო რუსული ნარატივი, რომელსაც თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად იმეორებდა რუსული სატელიტი ქართული ოცნება.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრალი მიხეილ სააკაშვილს და ქართველ გმირ სამხედროებს დასდებოდა. ჰააგის  სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ბრალი იქნა წარდგენილი რუსული არმიის გენერალ  ბორისოვისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ. არც ერთი ქართველის მიერ ჩადენილი არანაირი დანაშაული არ დადასტურდა. თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში, რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ”- აცხადებს მელია.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს  დღევანდელი ვერდიქტი არის უმნიშვნელოვანესი დადასტურება, რომ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე.

“ბოროტების იმპერიასთან მებრძოლი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს აფრთხილებდა მსოფლიოს, თუ რა მოსდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს არ შეაჩერებდნენ, რუს ოლიგარქ ივანიშვილს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში დატყვევებული ჰყავს. დღეს ცივილიზებული მსოფლიო თანხმდება, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილება და დროულად მიეღოთ ზომები რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ.” განაცხადა ნიკა მელიამ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ განაცხადა.

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved