• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის სხდომა, სადაც რატი ბრეგაძეს უსმენენ, პროტესტის ნიშნად დატოვეს

ალია ავტორი - ალია
14:18 12-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

საქართველოს პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ტრაფარეტები გამოფინეს მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით.

ამის შემდეგ მათ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ დარბაზის დატოვებისას რატი ბრეგაძეს მიმართა, რომ მის ქმედებებზე მისი შვილები აგებენ პასუხს.

მანამდე პარლამენტში სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც რატი ბრეგაძეს სისხლის სამართლის დამნაშავე უწოდა.

„წარმოდგენილი მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ახლა უნდა პასუხობდეს პროკურორის, გამოძიების კითხვებს, არათუ იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას, რეალურად, ნაცარს აყრიდეს. მას ჰყოფნის თავხედობა, მოვიდეს და, ჩემო კოლეგებო, თქვენც, ყველანი, დადგებით და მოუსმენთ ადამიანს, რომელიც არის სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავე. ადამიანი, რომელსაც პირდაპირ გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა. ეს ადამიანი ახლა აქ არ უნდა იდგეს, უნდა იყოს პროკურატურაში, იჯდეს და პასუხობდეს კითხვებს, რომელიც აქვს საქართველოს საზოგადოებას. ამიტომ ჩაფიქრდით თითოეული თქვენგანი. დარწმუნებული ვარ, ბატონო რატი, თქვენ ძალიან მალე აუცილებლად წარსდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე, იქნებით გამოძიების უშუალო ობიექტი სისხლის სამართლის საქმეში „სააკაშვილი – რატი ბრეგაძე“. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved