• რეკლამა
  • კონტაქტი
11:18, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ყველაზე მეტად სახიფათო გავრცელებულ კადრებზე ადამიანების არათუ მომღიმარი, არამედ ახარხარებული რეაქციებია” – დათო გორგილაძე

ალია ავტორი - ალია
13:44 12-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,445

ჟურნალისტი დათო გორგილაძე:

,,საბჭოთა რეჟიმს ჰქონდა სასტიკი მეთოდი, რომელშიც მისი დამხმარე ფსიქიატრიული საავადმყოფო იყო – პოლიტიკურად მიუღებელ ადამიანებს სასამართლოს განჩინებით გაამწესებდნენ ხოლმე იქ და ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად გადაჰყავდათ ჭკუიდან.

ბროდსკი ამის მაგალითია. შუაღამისას, ღრმა ძილში მყოფს უცაბედად აღვიძებდნენ და ყინულივით ცივ აბაზანაში აგდებნენ. მერე ზეწარს შემოახვევდნენ და ცხელ გამათბობელთან აწვენდნენ (ვითომდა მზრუნველობის მიზნით). ზეწარი შრებოდა და პირდაპირი მნიშვნელობით ეზრდებოდა კანს.

არსებობს ვერსია, რომ ძილში მყოფს დეკორაციას უცვლიდნენ პალატაში, სადაც განგებ არღვევდნენ ავეჯის პროპორციებს – სკამი მაგიდაზე დიდი იყო, კარადა საწოლზე პატარა [ეს წაკითხული მაქვს, მაგრამ ახლა ვერ მივაგენი სანდო წყაროს. პ.ს ეს იყო გუშინდელი პოსტის წაშლის მიზეზი].

„ეს იყო ყველაზე ცუდი რამ, ჩემს ცხოვრებაში” – ამბობს ბროდსკი.

ბროდსკი გადაურჩა რეჟიმს. მაგრამ ბევრი ვერ დაუძვრა ხელიდან და ჩარჩა სამუდამოდ იმ წიაღში.

ლეგიონია მათი სახელი.

ახლა გუშინ გავრცელებულ კადრებზე:
ხელისუფლების ეს ნაბიჯი ადამიანობისგან რომ სრულად ცარიელია მათემატიკური სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ. არაჰუმანურია, მაგრამ არაგასაკვირი. გვინახავს აქამდეც.

შემზარავი ის არის, რომ დროთა განმავლობაში, თვალსა და ხელ შუა ეს ყველაფერი რეალითი შოუს თუ სატელევიზიო სოციალურ ექსპერიმენტს დაემსგავსა, რომლის მონაწილეებიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჩვენც ვართ.

რა თქვს გუშინდელი კადრებით? სხვადასხვა აუდიტორიისთვის სხვადასხვა რამ:

1. სააკაშვილის მომხრეებს უთხრეს: „ხედავთ, რას დავამსგავსეთ თქვენი ლიდერი? – გავაგიჟეთ, შევშალეთ, მაგრამ ჯერ სად ხართ”;
2. სააკაშვილის მოძულეებს მიუგეს: „აჰა თქვენ შურისძიება – მიიღეთ ხონჩით, გადაიღეთ, მიირთვით, შეგარგოთ”;
3. პოლიტიკოსებს აჩვენეს, რომ ყველასთვის შეუძლიათ იმავეს გაკეთება;
4. საკუთარ მხარდამჭერებს მიანიშნეს, ეს ყოველთვის ასეთი იყო და ხედავთ რისგან გიხსენითო?! ცოტა დაყვედრებასაც ჰგავდა.
5. ნეიტრალურ ამომრჩეველს უჩვენეს: “ცოცხალია აგერ. ხელ-ფეხსაც რა მარდად იქნევს. რა ეტყობა ამას ცუდად მყოფის”.

მოკლედ, ამ ქვეყანაში ყველა კერძს ჰყავს თავის მუშტარი. საწყენი ისაა, რომ ეს „ჯანქ ფუდი” გახადეს ჩვენი ყოველდღიური რაციონი.

აი, ყველაზე მეტად სახიფათო გავრცელებულ კადრებზე ადამიანების არათუ მომღიმარი, არამედ ახარხარებული რეაქციებია. ჟინითა და დორბლით აღსავსე. „ახია”, „მეტის ღირსია”, „აბა რა ეგონა”…
ადამიანი შურისმაძიებელი არსებაა, მაგრამ როცა შურისძიება ეროვნული სპორტი ხდება, იმ ერის მომავალი ძალიან ბუნდოვანია.
„რა მოხდა მერე, ცოტა ხნით მიიძინოს დემოკრატიამ, ადამიანობამ. ქრისტემაც მიიძინოს. ამ ერთხელ არაფერი უშავს”.

არადა, პირველ რიგში სააკაშვილის მოძულეებისთვის უნდა ყოფილიყო ეს სურათი საგანგაშო სიგნალი. თუ მათ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ეჯავრებათ (მათ შორის მისი მმართველობისას პენიტენციურ სისტემაში მომხდარი დანაშაულების გამო), რა გამოდის? უარესს აკეთებენ? ჰგონიათ ტაშის დაკვრა და ხელისუფლების წახალისება მონაწილეობა არ არის? იქნებ უარესიცაა.

ქვეყანას, სადაც ადამიანები ღირსეულად ცხოვრობენ, აშენებს ჰუმანური და კანონმორჩილი საზოგადოება. და არა სასიკვდილო სატელევიზიო რეალითი შოუს შემყურე, სიკვდილით მოსეირე ხალხი.”

თეგები: დათო გორგილაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved