• რეკლამა
  • კონტაქტი
00:50, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაცებმა გინების სიმრავლეში აჯობეს, ქოცებმა გინების სიმყრალეში” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:28 12-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
353

პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

“თუ ცოტა მშვიდად შეხედავ ადამიანი, სრულიად ნათელია რატომაც არ ჩართო სააკაშვილი კლინიკიდან ამ ხელისუფლებამ და რატომ მოიმიზეზა, მესინჯერი და სკაიპი არა მაქვს და არც ვაიბერი და ვოთსაფიო.
საქმე ისაა, რომ სააკაშვილი რეალურად არის ავად, არ გამოიყურება კარგად და როცა ხელისუფლება ამდენი ხანია ამტკიცებს, არაფერი არ სჭირს და სიმულიანტობსო, დაუძლურებული მიშას ვიზუალური სახე ბევრი ნეიტრალური ადამიანის თვალშიც ხელისუფლების ტყუილის დამადასტურებელი იქნებოდა.
რას გააკეთებენ ერთი თვეში და რანაირად აპირებენ მოიყვანონ პრეზენტატიულ ვიდზე ავადმყოფი პატიმარი, მართალი გითხრათ, აზრზე არა ვარ და ეჭვი მაქვს არც თვითონ არიან ამის აზრზე. ერთი ის ვიცი, რომ ასე თუ გააგრძელეს ერთი თვის მერე უკეთესად კი არა, უარესად იქნება.
მე არასდროს მჯეროდა და არც ახლა მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავს პუტინის ბრძანებით თუ მის გარეშე. მეტიც, სრულ ირაციონალიზმად მიმაჩნია ამ ვერსიის სერიოზული დაჯერება (პატიმარს ერთი წლის მანძილზე გაწელილად კლავდნენ, ეგეთი რამ ისტორიას არ ახსოვს), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლება უკიდურესად არასერიოზულად უდგება სააკაშვილის პატიმრობის საკითხს, ძირითადად ხელმძღვანელობს ასავალ-დასავალის, მარშალპრესის, ალტინფოს და მათი მსგავსი ბნელების და უვიცების ჩაანალიზებებით და არ აქცევს სათანადო ყურადღებას არც პატიმრის ჯანმრთელობას და არც საზოგადოებასთან კომუნიკაციას ამ თემაზე.
შედეგად, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და ღმერთმა ნუ ქნას და მას რომ რამე მოუვიდეს, ეს ხელისუფლებაც და პირადად ბიძინა ივანიშვილიც მკვლელის იარლიყს ვერასდროს მოიცილებს.
ამიტომ, ცოტა აზრზე მოდით იქ, ზევით, სოლოლაკის ოლიმპოზე ვინც ხართ ახლა! როგორმე მოახერხეთ და თქვენთვის და პატიმრის ოჯახისთვისაც სანდო ექიმთა კონსილიუმს დააწერინეთ სამოქმედო გეგმა: თუ შესაძლებელია ამ ადამიანის გამოჯანმრთელება საქართველოში, ეს უნდა ითქვას მკაფიოდ და ეს უნდა თქვას ავტორიტეტულ ექიმთა ჯგუფმა და არა ირაკლი კობახიძემ ან დიტო სამხარაძემ. თან არა მარტო თქვას, არამედ შედეგზეც უნდა იქნას პასუხისმგებლობა აღებული! ხოლო თუ ვერ ხერხდება ეს, მაშინ თავად უნდა გამოხვიდეთ სასჯელის გადავადების ინიციატივით და პატიმრის საზღვარგარეთ მკურნალობა უზრუნველყოთ.
უმარტივესი ამბავია ეს და რად უნდა ამდენი იწილო-ბიწილო, მართლა ვერ გავიგე. ყველა ნორმალური ადამიანი ამას სწორად გაიგებდა და შეაფასებდა. ერთი ასავალდასავლელები და მარშალპრესელ-ალტინფოელები დარჩებოდნენ უმაყოფილო, მაგრამ როგორც მათი საყვარელ ენაზე იტყოდნენ, პაშლი ანი ნახუი.
Updated: კი ვიცოდი, რომ ორმხრივად გავილანძღებოდი ნაცებ-ქოცებისგან. ნაცებმა გინების სიმრავლეში აჯობეს, ქოცებმა გინების სიმყრალეში. თუმცა, რას ვიზამ? ვინმე ნამეტანს თუ იუზრდელებს ან ტვინს მოხნავს, დავბლოკავ და ისე წერეთ რაც გინდათ. კარგად ვიცი, რომ როცა რამე “არაბაბლურს”, ანუ პოლარიზებული ბანაკებისგან განსხვავებულს ამბობ, მზად უნდა იყო არცთუ ადეკვატური კომენტარებისთვის.”
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved