• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, შაბათი, 17 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი გმირი არაა და არც ვთხოვთ გმირობას – ვინც არა ჰგავს კახაბერსა, ჩვენ ვერ ვიტყვით კახაბერად” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:08 12-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,563

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“ერთ-ერთი ამერიკელი/ქართველი ექიმის პოსტს გადავეყარე, უზნეოები ხართო – ვინც უმწეო საააკაშვილს გმირობას სთხოვთო.
მართალი გითხრათ, არ ვიცი სააკაშვილს გმირობას ვინ სთხოვს.
გმირად სააკაშვილმა თვითონ გამოაცხადა თავი.
თავად გვითხრა რომ გმირია და ჩვენთვის თავს წირავს.
ოღონდ ამაში საპასუხო თავგანწირვას ითხოვდა (რაც უცნაურია, ასეთ გმირებზე მე არ წამიკითხავს)
უამრავი ნიუსი არსებობს, რომელიც ამას ადასტურებს.
და სანამ ამ ქართულ საზოგადოებას უზნეობაში ამხელთ – ეგებ ჭკუისთვის წიხლი მიგეჭირათ და რეალობისთვის თვალი გაგესწორებინათ?
თვითონ გამოიცხადა სააკაშვილმა თავი გმირად.
ჩვენ მისთვის გმირობა არ გვითხოვია.
არათუ გმირობას არ ვთხოვდით, ვეუბნებოდით, რომ ეცლია ჩვენთვის ივანიშვილის დამარცხება და მისი დაჭერის საფრთხის მოხსნა და მერე ჩამოსულიყო, ჩაეტარებინა კამპანია და თუ მოუნდებოდა ხალხს ისევ, აირჩევდნენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში ვაფრთხილებდით, რომ ხანგრძლივი ციხისთვის მზად ყოფილიყო (და რომ არ იყო ამისთვის მზად, არანაირი გმირი არაა და ეს ზუსტად ვიცოდი, ამიტომ არ მჯეროდა, რომ ჩამოვიდა).
უზნეობა სწორედ საზოგადოების ლანძღვაა იმის გამო, რაც თავად ჩაიდინა.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ გმირი არაა და არც ვთხოვთ გმირობას – ვინც არა ჰგავს კახაბერსა, ჩვენ ვერ ვიტყვით კახაბერად.
გვინდა რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს და ტკბილად გაატაროს ცხოვრება, თავის შვილებთან და შვილიშვილებთან – როცა ეყოლება.
გვინდა მოგვცეს საშუალება, დავაფასოთ, რაც ამ ქვეყნისთვის წარსულში გააკეთა.
ამისთვის, ივანიშვილის რეჟიმი უნდა დამარცხდეს.
მანამდე, რომც მოხდეს სასწაული, და გაუშვას საზღვარგარეთ – სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ ამოიძირკვება, სააკაშვილს საქართველოში ადამიანურად ცხოვრების შესაძლებლობა არ მიეცემა და ჩვენ ეს გვინდა.”
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved