“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ წინა ხელისუფლების “აგრესიულმა რიტორიკამ” განაპირობა და კითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი, ასე უპასუხა:
“მე ყველაფერს ძალიან მკაფიო პასუხი გავეცი და ჩემი პასუხი ყველასთვის ნათელი იყო, ვისაც უნდოდა ამ პასუხიდან შინაარსის ამოღება. რაც შეეხება აგრესიული რიტორიკის წახალისებას, მე შეგახსენებთ, რომ თქვენი ბელადი მაგალითად, პუტინს ეძახდა ლილიპუტინს და მას ჩააბარა ტერიტორიების 20% რა ჯობდა, ცოტა სხვანაირი რიტორიკა გამოეყენებინა და არ ჩაებარებინა 20% თუ პირიქით?! მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ნუ იქნებით იმის წამქეზებელი, რისი მიზანიც არის მეორე ფრონტი საქართველოში. თქვენი ერთადერთი მიზანი არის საქართველოში რაღაცების ესკალაცია და მეორე ფრონტის გამოწვევა, ეს არის თქვენი ერთადერთი მიზანი და ეს კითხვებიც აქედან გამომდინარეობს, თქვენი მიზანი არის მიიღოთ ისეთი პასუხი, რომელიც წაახალისებს ესკალაციას და რომელიც ერთ პატარა ნაბიჯს გადაგვადგმევინებს მეორე ფრონტისკენ, ეს არის მიზანი”
კომენტარები