• რეკლამა
  • კონტაქტი
20:22, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამას ჰქვია პოლიტიკური თაღლითობა” – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:23 12-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248
პოლიტიკოსი, ნათია მეზვრიშვილი:
“ღარიბაშვილის მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით თავისი მოწონება რეიტინგებზე დაყრდნობით სხვა არაფერია, თუ არა იმ საზოგადოების მორიგი დაცივნა და მოტყუების მცდელობა, რომელიც რეიტინგებში ვერ ერკვევა და არც უნდა ერკვეოდეს იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში მოლოდინია, რომ ხელისუფლება კეთილსინდისიერია და არა ჩამოყალიბებული მატყუარა.
ოცნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებაზე საუბრობს კორუფციის აღქმის ინდექსზე დაყრდნობით, რომელიც ბოლო 10 წელია თითქმის არ შეცვლილა. კორუფციის აღქმის ინდექსი იკვლევს ხალხის აღქმას კორუფციასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი „წვრილმან კორუფციასთან“ (ქრთამი პოლიციას, ქრთამი უმაღლესში და ა.შ.) შეხებით ყალიბდება, რომელიც დიდი ხანია ქვეყნისთვის სისტემურ გამოწვევას აღარ წარმოადგენს. დღეს ქვეყნის სისტემური გამოწვევა პოლიტიკური, ელიტური კორუფციაა, რომელიც ხალხის უშუალო აღქმის და შესაბამისად, ოცნების მიერ მოშველიებული კვლევების მიღმაა.
ასეთი ტიპის კორუფციის შედეგია სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სახის უკანონო შეღავათები ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, ცალკეული პირებისთვის პარტიისადმი ლოიალობის თუ ფულადი შემოწირულობების სანაცვლოდ. მაგ.: სახელმწიფო ტენდერები, რომელიც ლაგდება პოლიტიკური ნიშნით; სახელმწიფო ქონების მიზერულ ფასად გასხვისება საკუთარი ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე (ღარიბაშვილის ცოლზე გასხვისებული ტყე). ამ ყველაფერს პირდაპირი ნეგატიური ეფექტი აქვს რიგითი მოქალაქის კეთილდღეობაზე უხარისხო და საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურის, გაჭიანურებული და ჩავარდნილი პროექტების, სახელმწიფო (ხალხის) ქონების დატაცების და ა.შ. სახით. ასეთი ტიპის კორუფციის შედეგია ამომრჩევლის მოსყიდვა და უზარმაზარი შავი ფული პოლიტიკურ პროცესში, რაც ქვეყანას უსპობს ცვლილების და განვითარების შესაძლებლობას.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად იყო საჭირო, სხვა ქმედით ნაბიჯებთან ერთად, რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული სააგენტოს შექმნა, სადაც თავს მოიყრიდა ყველა ანტი-კორუფციული, პირველ რიგში კი კორუფციის გამოძიების ფუნქცია. ეს იყო ევროკავშირის რეკომენდაცია. ეს არის OECD- ის რეკომენდაცია წლებია.
ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში პოლიტიკური, ელიტური კორუფცია ყვავის, ოცნება ამის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს და თავს იწონებს კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელზე აპელირებაც არარელევანტურია და სადაც ბოლო 10 წელია თითქმის არაფერი შეცვლილა. ამას ჰქვია პოლიტიკური თაღლითობა. საქართველოს მთავრობა”
თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved